„ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშეძე არ იქნება“ – ზურაბ დათუნაშვილი

„მივესალმები, რომ გეგა გეგეშიძე თავისუფალია, მისი დაჭერა არავის სურდა. ჩემი სურვილი იყო, მას თანამდებობა დაეტოვებინა და ვიცი, რომ ის დატოვებს თანამდებობას“ – ეს განცხადება მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს ეკუთვნის, რომელმაც ჭიდაობის ფედერაციის გათავისუფლების შედგედ, პრესკონფერენცია „მედიაცენტრ მთავარში“ გამართა.

მოჭიდავე და კაპიტანი ზურაბ დათუნაშვილი, რომელსაც ჭიდაობის ფედერაციის თავმჯდომარე ფიზიკურად დაუპირისპირდა, ერთადერთს ითხოვს – სიმართლემ იზეიმოს.

„განცდა მაქვს, რომ სიმართლე იზეიმებს. ჭიდაობის ფედერაციაში არასწორი მმართველობაა, ძალადობა, სპორტსმენების დაბლოკვა. რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებებს, რომ მისი გადადგომით ქვეყანა დაინგრევა, სასაცილოა. მე ვერ შევურიგდები ესეთ ადამიანს, ვისი განწყობაც ვიცი. მსოფლიოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტი რკინის ნივთით უსწორდება სპორტსმენს. ამ ფედერაციას და ამ ფედერაციის სათავეში ვინც არის, განსხვავებულ აზრს ვინც გამოთქვამს მტერი ჰგონიათ და მიდის დაჩაგვრა. მე შემეძლო, რომ ფედერაციაში ვყოფილიყავი სრულიად შეუხებელი, მთავარია, პრობლემებზე არ მესაუბრა“- აღნიშნა დათუნაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

როგორც დათუნაშვილმა აღნიშნა, სპორტის სასახლეში მომხდარ დაპირისპირებისას მასზე ზალადობა სხვა ადამიანებმაც განახორციელეს: „ფიზიკური ძალადობა არამარტო გეგეშიძემ, არამედ სხვებმაც განახორციელეს, თუმცა თავის დაზიანება მივიღე პრეზიდენტისგან. სამართალდამცველებმა დამკითხეს და რაც რეალობა იყო, ყველაფერზე ვისაუბრე. დღეს ფედერაციაში ყველაფერს ერთი ადამიანი – გეგა გეგეშიძე წყვეტას“.

შეგახსენებთ, რომ რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავა, რაც ძალადობას გულისხმობს. ფედერაციის პრეზიდენტი 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და პრეზიდენტის სავარძელიც შეუნარჩუნეს.

მსგავსი თემები