ეკა ბესელია მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომას ვერ დაესწრება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია 27 იანვარს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომას ვერ დაესწრება.

ეკა ბესელიამ აღნიშნულის მიზეზად ჟურნალისტებთან საუბრისას მივლინება დაასახელა, თუმცა  სამუშაო შეხვედრაზე დასასწრებად არც მოწვევა მიუღია.

“შეხვედრის თაობაზე მოწვევა არ მიმიღია, ყველას ჰქონდა მოწვევა და ვიკითხე, რატომ არ მივიღე. მომივა მოწვევა, თუმცა, წინასწარ მინდა გითხრათ, რომ სხდომას ვერ დავესწრები. იცით, რომ მივლინება შევწყვიტე და ჩამოვედი, ამიტომ ისევ მიწევს წასვლა. კვირას არ ვიქნები, მაგრამ იქნებიან ჩემი კოლეგები. თუმცა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან კვირას საბოლოოდ არაფერი გადაწყდება. იქნება პოზიციების შეჯერება და მოსაზრებების გაცვლა. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ირაკლი კობახიძე შეძლებს, მაქსიმალურად წარუძღვეს სამუშაო ჯგუფს ისე, რომ იმ ჯგუფის მუშაობასა და მონაწილეობას რაციონალური შედეგი და აზრი ჰქონდეს,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი თემები