„ველოდებით, რომ შს სამინისტრო სწრაფად უპასუხებს, რატომ მოხდა ასეთი რამ“ – თალაკვაძე ჟურნალისტზე თავდასხმაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, ჟურნალისტებზე ძალადობასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან სწრაფ რეაგირებას ელოდება.

როგორც საკანონმდებლო ორგანის წარმომადგენელმა აღნიშნა, „რუსთავი2-ის” ჟურნალისტზე, დავით ერაძეზე თამვდასხმელის იდენთიფიცირება მოხდება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, არჩილ თალაკვაძეს იმედი აქვს, რომ შს სამინისტრო დროულად გამოიძიებს, ვინ და რა მიზნით გაუხსნა ცეცხლი „რუსთავი2-ის” ჟურნალისტის საცხოვრებელ სახლს.

როგორც ცნობილია ტელეკომპანია “რუსთავის 2”-ის ჟურნალის დავით ერაძეზე დღეს თავდასხმა მოხდა.

“რა თქმა უნდა, ნებისმიერ ჟურნალისტზე ძალადობა არის მიუღებელი და ჩვენ, პარლამენტში, ველოდებით, რომ შს სამინისტრო ჩვეულ რეჟიმში, სწრაფად უპასუხებს, რა მოხდა და რატომ მოხდა ასეთი რამ. ველოდებით, რომ ადამიანმა, ვინც ეს ჩაიდინა, იქნება იდენტიფიცირებული და მიეცემა პასუხისგებაში,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის პირველ ნახევარში, „რუსთავი 2-ის” ჟურნალისტის, დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს ესროლეს, დაზიანებულია სახლის კარი, ტყვიის მასრა კი აივანზე ეგდო. ქუჩიშვილის ქუჩაზე, ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დავით ერაძე კი მთაწმინდის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. ჟურნალისტისთვის თავდასხმის მიზეზი უცნობია.

მსგავსი თემები