ვაკის პარკში არასდროს აშენდება რაიმე სახის შენობა

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პრეცედენტულს უწოდებს თბილისის მერიისა და კახა კალაძის გადაწყვეტილებას, რომ ვაკის პარკში რაიმე სახის შენობა არასდროს აშენდება.

“ძალიან სასიამოვნო მოსასმენი იყო, რომ შეთანხმება შედგა. ვაკის პარკში არასდროს აშენდება რაიმე სახის შენობა. როდესაც ყველანი ჩვენ ერთად ვაანონსებთ იმას, რომ გარემოს დაცვას მიექცევა განსაკუთრებული ყურადღება, ეს გადაწყვეტილება მართლაც რომ პრეცედენტული და მისასალმებელია,”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, კახა კალაძეს  უწევს იმ გაფუჭებული საქმეების გამოსწორება, რომელიც თავის დროზე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა და გიგი უგულავამ გადაწყვეტილების სახით მიიღეს და დღეს ყოფნით თავხედობა, რომ აქეთ აკრიტიკებენ ჩვენს თანაგუნდელებს.

“გიგი უგულავას უბრძანებია, რომ კახა კალაძე მისი ჩრდილიდან უნდა გამოვიდეს. სასაცილო წინადადება რომ არის, ამის გარდა, კახას მართლაც უწევს გამოვიდეს უგულავას მიერ თბილისში შექმნილი მძიმე პრობლემებიდან და საბედნიეროდ, ამას ახერხებს კიდეც”- თქვა მამუკა მდინარაძემ.​

მსგავსი თემები