„ეს არის საბჭოთა სცენარი, რომელიც განახორციელეს 9 აპრილს საქართველოში და შემდეგ ბაქოში” – ალივ ბაბაევი

„საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე ალივ ბაბაევის შეფასებით, სამცხე -ჯავახეთში, სომეხი მებრძოლის, ავაგიანის 20 იანვარს ძეგლის გახსნის ფაქტი არის კრიმინალი, რამაც აღაშფოთა, როგორც აზერბაიჯანი, ასევე საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი მოსახლეობა.

 „ეს არის ის საბჭოთა სცენარი, რომელიც განახორციელეს 9 აპრილს საქართველოში და შემდეგ ბაქოში. ამ დღეებთან დაკავშირებით უცებ გავიგეთ, რომ ჩვენი თანამოქალაქე სომეხი ეროვნების წარმომადგენლები ახალქალაქის რაიონში, საზეიმოდ ხსნიან ძეგლს. როცა საქართველოში დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ, ვიბრძვით  სეპარატიზმის წინააღმდეგ, როცა საქართველოში  დავკარგეთ ტერიტორიის 20% და ვიბრძვით,  მის უკან დასაბრუნებლად, ამ დროს  ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილე დამპყრობლის ძეგლს დგამენ საქართველოში, რომელსაც ათობით და ათასობით ადამიანი ჰყავს დასახიჩრებული და მოკლული.  აზერბაიჯანსა და საქართველოში ჩვენ ამას ვგმობთ. პასუხი უნდა მოეთხოვოს, პირველ რიგში, ძეგლის დაცვის დეპარტამენტს,  როგორ მოხდა, რომ 1994 წელში დადგმული ძეგლი მაინცდამაინც ახლა გახსნეს, როცა აზერბაიჯანელები ტრაგედიის დღეს აღნიშნავენ. კარგი იქნება მაგალითად, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დროშები აფრიალდეს ან განჯაში ან სხვაგან? ”- განაცხადა ალივ ბაბაევმა „მედიაცნეტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, აზერბაიჯანული მხარე დაინტერესებულია რომ  პასუხი აგონ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებმა, ვინც ესწრებოდა ძეგლის გახსნის ცერემონიას.

„ რა ჰქონდათ მათ ჩაფიქრებული? ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის პროვოკაცია.  ჩვენ ვიცით რომ აზერბაიჯანი და საქართველო მეგობარი ქვეყნები ვართ. აზერბაიჯანი ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამაზე რეაქცია უნდა მოახდინონ სახელმწიფო სტრუქტურებმა“-განაცხადა ალივ ბაბაევმა.



მსგავსი თემები