ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 99 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ორი კი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე 288 ადამიანის ტესტირება ჩატარდა, რის შედეგადაც 99 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.  რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2-ით გაიზარდა.

მეტი...

შეზღუდვები თბილისსაც შეეხება, თუმცა, „წერტილოვანი“

კორონავირუსის შემთხვევების მატებიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭო არ გამორიცხავს, შეზღუდვები თბილისშიც დაწესდეს. როგორც  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, ეს არ იქნება ფართომასშტაბიანი შეზღუდვები. „ადრე ჩვენც ნაკლები ვიცოდით ვირუსის ქცევის შესახებ. ძირითადად, ყველა ქვეყანა იყენებდა ძლიერ შემზღუდავ ღონისძიებებს. დღეს, ჩვენ გავითავისეთ, რომ კორონავირუსულ ინფექციას ერთ და ორი დღეში ვერ გავაქრობთ, ვერც ორ თვეში და ვერც შეიძლება ერთ წელიწადში. ამიტომ, უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად.  ფართომასშტაბიანი შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის თბილისში, არ იგეგმება. მაგრამ, იქ, სადაც საჭიროება ე.წ. წერტილოვანი დარტყმების და წერტილოვანი შეზღუდვები შესაძლებელია… ისევე როგორც ე.წ.…

მეტი...

“არის ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც ინფიცირებულთან ახლოს ყოფნის მიუხედავად არ ავადდება, მაგრამ ამის იმედად ნუ იქნებით“ – პაატა იმნაძე

“არის ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც ინფიცირებულთან ახლოს ყოფნის მიუხედავად არ ავადდება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. „საქართველოში დაფიქსირებულ პირველივე შემთხვევას უკავშირდება ძალიან საინტერესო ფაქტი. მაშინ ვირუსთან დაკავშირებით ძალიან ცოტა ინფორმაცია მოიპოვებოდა და ინფიცირებულთან ერთად ბოქსში იმყოფებოდა მისი კონტაქტი, მეგობარი, რომელმაც მთელი ეს პერიოდი – რამდენიმე კვირა ისე გაატარა, რომ კორონავირუსით არ დაინფიცირდა. ასევე გვქონდა შემთხვევა, როდესაც ცოლ-ქმარი ჩამოვიდა იტალიიდან, ცოლი დაინფიცირდა, ქმარი მასთან ერთად იყო მთელი ეს პერიოდი პალატაში, მაგრამ არ დაინფიცირდა. არის ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც ინფიცირებულთან ახლოს ყოფნის მიუხედავად არ ავადდება. ამის ახსნის რამდენიმე თეორია არსებობს, რომლებზეც ახლა…

მეტი...

ნათია თურნავამ საფოსტო-საკურიერო სფეროს წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა

საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, თანამედროვე ტექნოლოგიურმა პროგრესმა მკვეთრად შეცვალა ფოსტის სფერო. დღეს მაღალგანვითარებული საფოსტო მომსახურებები სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაში და საქმიანობაში და დადებით გავლენას ახდენს ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე, – აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას მილოცვაში, რომლითაც მან საფოსტო – საკურიერო სფეროს წარმომადგენლებს პროფესიული დღესასწაული – ფოსტის საერთაშორისო დღე მიულოცა. მინისტრის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებისთვის აღნიშნული სფეროს მდგრადი, ინოვაციური განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს. „ფოსტის თავდაუზოგავი როლი განსაკუთრებით გამოიკვეთა პანდემიის მიერ გამოწვეული შეზღუდვებისას, როდესაც მოსახლეობის ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილებას სწორედ…

მეტი...

დასახელდა რისკ-ჯგუფები, ვისაც გრიპზე უფასოდ აცრიან

“რადგან პირველ ეტაპზე მომწოდებელი გვაწვდის 25 ათას დოზა ვაქცინას, ვფიქრობ რომ უპრიანია ყველაზე მაღალი რისკის მქონე ჯგუფები აიცრას”, – ამის შესახებ გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ვაქცინის პირველი ტრანში ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფის ადამიანებზე გაიხარჯება, შემდეგ კი სხვა მაღალი რისკის ჯგუფებზე. „ეს ჯგუფები განსაზღვრულია საერთაშორისო რეკომენდაციის საფუძველზე. პირველი 25 ათასი დოზა გამიზნული უნდა იყოს ორსულების, დიალიზზე მყოფი პაციენტებისა და მათი მომვლელი პერსონალის, აივინფიცირებული პაციენტების, C ჰეპატიტის მკურალობაზე მყოფი პაციენტების, ბავშვთა სახლებისა და მოხუცთა თავშესაფრების ბინადრებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მომსახურე პერსონალის ასაცრელად“, – აღნიშნა ზახაშვილმა.

მეტი...

“აჭარაში ახალ შემთხვევათა რიცხვი ოდნავ შემცირდა, მაგრამ, ეს მოდუნების საფუძველს არ გვაძლევს” – ამირან გამყრელიძე

“აჭარაში სიტუაციის სტაბილიზაციის გარკვეული ნიშნები გამოიკვეთა, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „ბოლო ორი დღის სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ აჭარაში ახალ შემთხვევათა რიცხვი ოდნავ შემცირდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მოდუნების საფუძველს არ გვაძლევს. აჭარაში სიტუაციის სტაბილიზაციის რაღაც ნიშნები გამოიკვეთა, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს. ჩვენი რეკომენდაციით, აჭარაში დაწესებული შეზღუდვები ჯერჯერობით უნდა მოქმედებდეს, სანამ ახალი შემთხვევების გარკვეულ ნიშნულამდე არ ჩამოვალთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მეტი...

ევროკავშირი დადებითად აფასებს საქართველოს მიერ სხვადასხვა სფეროში ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით მიღწეულ შედეგებს – საგარეო უწყება

2020 წლის 9 ოქტომბერს, ვიდეო-კონფერენციის ფორმატში, გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მე-4 თემატური ჯგუფის – „საინფორმაციო საზოგადოება; აუდიოვიზუალური და მედიის სფერო; მეცნიერება და ტექნოლოგიები; განათლება, ტრენინგი და ახალგაზრდობა; კულტურა, სპორტი და ფიზიკური აქტივობა“ რიგით მე-5 სხდომა, რომელსაც ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, დავით ბუჯიაშვილი, ხოლო ევროკავშირის მხრიდან – ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სტრატეგიისა და ინსტრუმენტების სამმართველოს დირექტორის მოადგილე ბეატრის სალვადორ გარსია. შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოს პროგრესის შეფასებას ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციის მიმართულებით. ევროპული მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ…

მეტი...

“ბოლო თვე-ნახევარში ინფიცირებულებში სამედიცინო პერსონალის წილი 10-12%-დან 4,6%-მდე შემცირდა” – ამირან გამყრელიძე

“ბოლო თვე-ნახევრის განავლობაში ჩვენ აბსოლუტურ რიცხვში სამედიცინო პერსონალის ინფიცირება გაგვეზარდა, მაგრამ პროცენტული მაჩვენებელი საგრძნობლად არის შემცირებული”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, სამედიცინო პერსონალის ინფიცირების შემთხვევების შემცირება შესაძლოა, იმ ტრენინგების შედეგია, რომლებიც ზაფხულის განმავლობაში ინფექციის კონტროლის ღონისძიებების გამკაცრებასთან დაკავშირებით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა და დღესაც გრძელდება. „მსოფლიოში სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების მაჩვენებელი მერყეობს ათიდან ოცი პროცენტის ფარგლებში. სექტემბრის პირველ რიცხვებამდე ჩვენთან ეს მაჩვენებელი იყო ათი-თორმეტი პროცენტის ფარგლებში. ჯამში, დაინფიცირებული იყო 140-მდე სამედიცინო პერსონალი, აქ მოიაზრებიან როგორც ექიმები, ექთნები, ისე უმცროსი სამედიცინო პერსონალი. მართალია, ბოლო თვე-ნახევრის…

მეტი...

“დავით გარეჯი სერიოზული და მნიშვნელოვანი საკითხია, მიმდინარეობს გამოძიება და არ იქნება მართებული, რაიმე სახის განცხადება გავაკეთო” – კელი დეგნანი

“დავით გარეჯი სერიოზული და მნიშვნელოვანი საკითხია, მიმდინარეობს გამოძიება, შესაბამისად, ჩემი მხრიდან არ იქნება მართებული, რაიმე სახის განცხადება გავაკეთო”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. ამასთან მან დასძინა, რომ იმედი აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება იქნება გამჭვირვალე და სამართლიანი. „ეს არის ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი საკითხი. მოგეხსენებათ, ამ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება. შესაბამისად, ჩემი მხრიდან არ იქნება მართებული, რაიმე სახის განცხადება გავაკეთო ამ საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს არის სერიოზული საკითხი. ვიცით, რომ სადემარკაციო კომისიის მუშაობა მიმდინარეობდა წლების განმავლობაში. იმედი გვაქვს, რომ  ამ საკითხთან…

მეტი...

900-მდე მოსწავლე და მასწავლებლები იზოლაციაში გადაიყვანეს

აჭარის შემდეგ, „კოვიდინფექცია“ თბილისშიც აღმავლობით ვრცელდება. ვირუსი არაერთ სკოლაში დაფიქსირდა, რის გამოც სასწავლო პროცესი შეჩერდა. რაც შეეხება თბილისის 32-ე საჯარო სკოლას, სადაც ვირუსი გუშინ დაფიქსირდა, იზოლაცია პედაგოგებსაც შეეხოთ.   ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, 32-ე საჯარო სკოლაში თვითიზოლაციაში 900-მდე  მოსწავლე იმყოფება. რაც შეეხება პედაგოგებს, ვირუსზე ეჭვი  30-მდე პედაგოგზე არსებობს და მათ აკვირდებიან. აღნიშნულ სკოლაში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.

მეტი...

“ყარაბაღი აზერბაიჯანია და აზერბაიჯანის დროშა აუცილებლად იფრიალებს ყარაბაღში” – ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ქვეყანა ყველა ოკუპირებულ ისტორიულ მიწას დაიბრუნებს. აზერბაიჯანის დროშა აუცილებლად იფრიალებს ყარაბაღში, ყარაბაღი აზერბაიჯანია, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მოსახლეობისადმი მიმართვის დროს განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ამბობდა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარება ვერ მოხერხდება, რასაც თავად არასდროს ეთანხებოდა. „ჩვენი ომი არ გვაქვს ჩვეულებრივ მოქალაქეებთან, მშვიდობიან მოსახლეობასთან, როგორც სომხეთს.  დღეს აზერბაიჯანის მოსახლეობა მე მენდობა და ამ ნდობის ფარგლებში ვმოქმედებ. ბევრი ამბობდა, რომ ამ კონფლიქტის ომის გზით მოგვარება ვერ მოხერხდება. ამ დილემას არ ვეთანხმებოდი არასოდეს. 30 წელია, ერთი მეტრი ჩვენი მიწა მაინც დააბრუნეს? ჩვენ რომ…

მეტი...

” დღეს ჩვენ გვჭირდება, რომ კანონის შესაბამისად, ყველანაირი ძალადობის გარეშე დავიცვათ ჩვენი წარმატება 31 ოქტომბერს” – გიორგი გახარია

“ბუნებას და ადამიანებს რომ თავი დავანებოთ, ცაგერის მუნიციპალიტეტი უნიკალურია იმით, რომ აქ არის სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და მეცხოველეობის განვითარების სერიოზული პოტენციალი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ცაგერში, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოჩა ენუქიძის წარდგენისას განაცხადა. როგორც პრემიერ – მინისტრმა აღნიშნა, ცაგერში არის ყველა შესაძლებლობა იმისა, რომ სერიოზული წარმოებები შეიქმნას. გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა ხელს უწყობს იმას, რომ ადგილობრივმა მოქალაქეებმა შეძლონ დაიწყონ თავიანთი საქმე, გახდნენ ფერმერები, რომ დაასაქმონ სხვა ადამიანები. ,,ამ მართლაც საოცარ მუნიციპალიტეტში ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ხვალინდელ დღეზე. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რის…

მეტი...

ენზელ მკოიანის ოჯახმა „პან-სომხეთს“ 10 000 ლარი ჩაურიცხა

​ საქართველოს პარლამენტის წევრის, ნინოწმინდა-ახალქალაქის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ოჯახმა სომხური დიასპორის დასახმარებლად 10 000 ლარი გადარიცხა. როგორც მოქმედი დეპუტატი და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დამოუკიდებელია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს, სომხეთისთვის სამედიცინო ინვენტარი და სხვა ნებისმიერი დახმარება ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. „სომხეთის საზღვარზე დაძაბული ვითარება, საომარი მოქმედებები და სომეხი ჯარისკაცის მდგომარეობა სომეხი ხალხის მთავარი სატკივარია. ბუნებრივია, ეს პრობლემა ჩემი ინტერესის სფეროა და მხარს ვუჭერ, საზღვარზე არსებული სიტუაციის დარეგულირებასა და მშვიდობიანად დასრულებას.  ბოლო მონაცემებით, ჩვენს საზღვარზე ჯარისკაცებს ყველაზე მეტად სამედიცინო ინვენტარი სჭირდებათ. ჩემმა ოჯახმა პირველადი სამედიცინო დახმარება უკვე გაგზავნა ჯარისკაცების დასახმარებლად. ასევე,…

მეტი...

თბილისის 32-ე სკოლაში 900 მოსწავლე და 30 მასწავლებელი თვითიზოლაციაში გადავიდა

თბილისის 32-ე სკოლაში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. მიზეზი მეოთხე კლასელი მოსწავლისა და სკოლის დირექტორის მოადგილის კორონავირუსით დაინფიცირება გახდა.  როგორც სკოლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სკოლის 900 მოსწავლე და 30 მასწავლებელი თვითიზოლაციაში გადავიდა. შეტყობინება ადმინისტრაციისგან მშობლებს გუშინ დაეგზავნათ, სადაც აღნიშნული იყო, რომ სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

მეტი...

შაქარაშვილის საქმეზე ძალადობის ეპიზოდში ბრალდებულ სამ პირთან შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს

„ამ ეტაპზე ჩვენ ისევ დუმილის უფლებას ვინარჩუნებთ. არ არის გამორიცხული, მოხდეს საპროცესო შეთანხმება ჩვენსა და ბრალდების მხარეს შორის” – ამის შესახებ საბა ჩხარტიშვილის ადვოკატმა, დავით ჭიკაიძემ განაცხადა. მცხეთის რაიონულ სასამართლოში, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებული რვა პირის საქმის არსებითად გადაცემის შემდეგ, შესაძლოა, სამ მათგანთან საპროცესო შეთანხმების საკითხი დადგეს დღის წესრიგში. საუბარია ჩხარტიშვილზე, საბა გოგშელიძესა და ირაკლი წაქაძეზე, რომლებიც კონფლიქტის პირველ ეპიზოდში, აგარაკზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ. „ამ ეტაპზე ჩვენ ისევ დუმილის უფლებას ვინარჩუნებთ. არ არის გამორიცხული, მოხდეს საპროცესო შეთანხმება ჩვენსა და ბრალდების მხარეს შორის. უკვე გადაეცა საქმე არსებითად განსახილველად. საბა…

მეტი...

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 33-ე ყოველწლიურ ღონისძიებაში ,,ქართველოლოგიის დღე“ მიიღო მონაწილობა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 33-ე ყოველწლიურ ღონისძიებაში ,,ქართველოლოგიის დღე“ მიიღო მონაწილობა, რომელიც ვესტმინსტერის უნივერსიტეტის, დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოსა და ბრიტანულ-ქართული საზოგადოების ორგანიზებით ჩატარდა. პრეზიდენტმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. პრეზიდენტმა საერთაშორისო ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონფერენცია ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად ღირებული პლატფორმაა, რომელიც კულტურის, განათლებისა და მეცნიერების მიმართულებებით საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება. ,,ჩემთვის სასიამოვნოა მოგმართოთ 33-ე ყოველწლიურ ღონისძიებაზე „ქართველოლოგიის დღე“, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ხანგრძლივი წარმატებული ურთიერთობისა და საქართველოს ევროპული კულტურისა და ფესვების აღნიშვნას წარმოადგენს. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ჭეშმარიტად მჭიდრო ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა…

მეტი...

რატომ ეთქვა უარი აფგან მუხთარლის საქართველოში ტრანსპორტირებაზე – “ჯორჯიან ეარვეისის” განმარტება

ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” განცხადებას ავრცევებს სადაც განმარტავს, თუ რატომ ეთქვა აფგან მუხთარლის საქართველოში ტრანსპორტირებაზე უარი. “ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” ათწლეულებია ოპერირებს ქართულ ავიაბაზარზე და მნიშვნელოვან როლს ასრულებს  ქართულ ეკონომიკაში. პანდემიის პირობებში კი, ჩვენი კომპანიის როლი პრაქტიკულად შეუცვლელი აღმოჩნდა. გლობალური კრიზისის პირობებში, ერთგულად, ხარისხიანად და ყველა შესაბამისი რეკომენდაციის დაცვით,  ემსახურება, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. მოგეხსენებათ, პანდემიის პირობებში, ნებისმიერი და მათ შორის ჩვენი ავიაკომპანია ოპერირებს სპეციალური რეგულაციებით, რომელიც დადგენილია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და სახელმწიფოების მიერ. საზოგადოებაში გაჩენილი კითხვების გამო, თუ რატომ ეთქვა უარი აზერბაიჯანის მოქალაქეს საქართველოში ტრანსპორტირებაზე, გვსურს განვაცხადოთ შემდეგი: საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოში მოქმედებს სპეციალური…

მეტი...

“არავის მივცემთ შესაძლებლობას, პროვოკაციებით ელემენტარული ზიანი მაინც მიაყენოს 31 ოქტომბერს ჩვენს გამარჯვებას” – გიორგი გახარია

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, დღეს იმდენად დარწმუნებულნი ვართ ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერაში, რომ ჩვენი მთავარი მიზანია, არავის მივცეთ შესაძლებლობა, პროვოკაციებით ელემენტარული ზიანი მაინც მიაყენოს 31 ოქტომბერს ჩვენს გამარჯვებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ლენტეხში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის წარდგენისას განაცხადა. პრემიერი ამ შეფასებით გამოეხმაურა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომელიც გუშინ გავრცელდა. „მთავარი არის ის, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევქმნათ ძლიერი სახელმწიფო, სადაც არ ექნება ადამიანისთვის მნიშვნელობა, ლენტეხში ცხოვრობს, თბილისში, ცაგერში, რუსთავში თუ ბათუმში, ყველგან თანაბარი პირობები ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცებისთვის, ყველასთვის და…

მეტი...

ვენეციის კომისიამ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებზე დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ საქართველოს „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტის დასკვნით ნაწილში აღნიშნულია, რომ  „საერთო საამართლოების შესახებ“ კანონის ცვლილებების პროექტი „სწორი მიმართულებით მიდის, ფარული კენჭისყრის გაუქმებით და იმის უზრუნველყოფით, რომ თითოეულ ხმას თანდართული უნდა ჰქონდეს წერილობითი დასაბუთება, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია“. ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ აუცილებელია, კენჭისყრის შედეგებისა და დასაბუთებასთან ერთად, საჯარო იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრის ვინაობაც, რომელმაც კანდიდატს ხმა მისცა; ასევე, დასაშვები გახდეს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში მეორე და საბოლოო აპელაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მეორე გადაწყვეტილების წინააღმდეგ. ვენეციის კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ…

მეტი...

“ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავით გარეჯის საკითხის აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად მოგვარება” – ირაკლი კობახიძე

ჩვენ ვიცავთ უდანაშაულობის პრეზუმფციას. ასეთი სავარაუდო დანაშაულები ვერ იქნება ჩადენილი დაბალ დონეზე. ამ ეჭვს თავისი საფუძველი აქვს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დავით გარეჯის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, ჯერჯერობით სავარაუდო დანაშაულზეა საუბარი და საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოების პოზიციაა მნიშვნელოვანი. ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, დავით გარეჯის საკითხის აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად მოგვარება. ,,სავარაუდო დანაშაულზეა საუბარი. ჩვენ ვიცავთ უდანაშაულობის პრეზუმფციას. ასეთი სავარაუდო დანაშაულები ვერ იქნება ჩადენილი დაბალ დონეზე. ამ ეჭვს თავისი საფუძველი აქვს, თუმცა ეს არის ეჭვი. ჩვენთვის მთავარია, დაველოდოთ სამართალდამცავი ორგანოების პოზიციას. მთავარია ამ…

მეტი...

“მთიან რეგიონებზე ზრუნვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრიორიტეტია” – გოჩა ენუქიძე

ჩვენთვის მთავარი მიზანი მაღალმთიანი რეგიონების მხარდაჭერაა. სწორედ ამას ემსახურება მთის კანონი, რომლის ერთ-ერთი თანაავტორი მეც ვარ კანონის, რომელმაც მრავალი სიკეთე და შეღავათი მოუტანა მთის მოსახლეობას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გოჩა ენუქიძემ ონში მისი წარდგენის დროს, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩემო რაჭველებო, ჩემი გამოსვლა მინდა დავიწყო მადლობით, უამრავი კეთილი საქმისთვის, რომელიც ჩვენი რეგიონის სიყვარულით, წლების განმავლობაში ერთად გავაკეთეთ. მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ გუნდს, რომელმაც გამომიცხადა ნდობა და წარმადგინა ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარობის კანდიდატად. ჩემთვის პატივია, ისევ ვიდგე თქვენს წინაშე და…

მეტი...

„გარეჯის საკითხთან მიმართებით, ჩვენი ინტერესების დაცვა არ მიდიოდა ისე, როგორც უნდა დაეცვათ“ – მეუფე იაკობი

„აზერბაიჯანის მხარეს თავისი პოზიცია გამოთქმული აქვს. ჩვენც ვიცით იმათი პოზიცია და ადრე თუ გვიან, ეს ყველა მხარისთვის დადებითად გადაწყდება. თუ ხედავთ, ჩვენს შორის საერთოდ არ დაძაბულა ურთიერთობა. ჩვენ არ ვერევით კონფლიქტში. დადებითს ველი“ – აცხადებს მეუფე იაკობი. მისივე შეფასებით,  დაკავებულები პროფესიონალები და  ძლიერი სპეციალისტები არიან.   „ქალბატონი კარტოგრაფიაში ძალიან ძლიერია და ბატონი ივერი სამინისტროში იყო და თავის საქმის პროფესიონალი იყო. რუკებს, რომლებსაც იქ იყენებდნენ, კაზუსი იყო. ჩვენ ვიცით, რომ ის ჩვენი იყო, მაგრამ ზუსტად ის რუკები, რომლებიც გამოიყენებოდა ამ საკითხში, ბუნდოვანი იყო, ამიტომ სიტუაციას რომ შეხედო, როგორია – მივიდა აზერბაიჯანი…

მეტი...

“გვაქვს შესაძლებლობა, რომ ყველა ოლქში პირველსავე ტურში მოვიგოთ” – ირაკლი კობახიძე

თუ ამომრჩეველი სათანადო რაოდენობით გამოცხადდება საარჩევნო ყუთთან, პირველსავე ტურში ჩვენს გამარჯვებას ვერაფერი დაუდგება წინ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის მიმართვასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პოზიციები ყველგან ძალიან ძლიერია. „ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოწოდება. ჩვენთვის მთავარი მოწოდებაა თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნების უზრუნველყოფა. ხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ პოზიციები ყველგან ძალიან ძლიერია. ამ ვითარებაში ჩვენი ერთადერთი ამოცანაა მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნება. იყო რამდენიმე ინციდენტი, ძირითადად ქვემო ქართლში და სამართალდამცავი ორგანოების, ასევე ჩვენი ჩარევის შემდეგ, თქვენ ნახეთ, რომ ვითარება შეიცვალა. ჩვენს აქტივთან მუდმივი კონსულტაციები გვქონდა.…

მეტი...

კორონავირუსის ასობით ახალი შემთხვევის გამო რამდენიმე სკოლაში შეზღუდვები წესდება

კორონავირუსის ასობით ახალი შემთხვევების გამო, ქვეყნის მასშტაბით, შეზღუდვები სასწავლო დაწესებულებებშიც წესდება. ფოთში დაიხურა მესამე საჯარო სკოლა. აქ ინფიცირებულია სკოლის ექიმი. სასწავლო პროცესი შეწყდა კახეთის სოფელ ველისციხეშიც, სადაც COVID-19  სამ მოსწავლეს დაუდასტურდა. COVID-19 რისკების მატების გამო თვითიზოლაციაშია გორის მესამე საჯარო სკოლის 1259 მოსწავლე და 77 მასწავლებელი.

მეტი...

„აფგან მუხთარლი გერმანიაში შესაბამისი სამსახურების მიერ 2020 წლის 20 ივლისს გამოიკითხა“ – პროკურატურა

პროკურატურის ინფორმაციით დაკითხვის ოქმი და შესაბამისი მასალები აფგან მუხთარლის საქმესათან დაკავშირებით, გერმანიიდან საქართველოს პროკურატურაში 2020 წლის პირველ ოქტომბერს გამოიგზავნა და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. „საქართველოს პროკურატურამ აფგან მუხთარლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მუხთარლის გამოკითხვის შუამდგომლობით მისი ადგილსამყოფელის მიხედვით, სამართლებრივი დახმარებისთვის გერმანიის შესაბამის სამსახურებს 2020 წლის 24 მარტს მიმართა. გენერალური პროკურატურის მიმართვის საფუძველზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე აფგან მუხთარლი გერმანიაში შესაბამისი სამსახურების მიერ 2020 წლის 24 ივლისს გამოიკითხა. დაკითხვის ოქმი და შესაბამისი მასალები გერმანიიდან საქართველოს პროკურატურაში 2020 წლის პირველ ოქტომბერს გამოიგზავნა და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, –  აცხადებენ პროკურატურაში.

მეტი...

„კომპლექსი უნდა დარჩეს საზღვრის აქეთ“ – ანდრია ჯაღმაიძე

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ საქართველოსთვის მთავარი პრიორიტეტი საკუთარი სიწმინდეების დაცვაა. შესაბამისად, მისივე თქმით, გარეჯი საქართველოს მხარეს უნდა დარჩეს. „დავით გარეჯის მთლიანი კომპლექსი უნდა დარჩეს საზღვრის აქეთ. როგორ წარიმართება ეს პროცესი, ეს უკვე სხვადასხვა ისტანციის საქმეა. ისტორიული სამართლიანობა ნიშნავს, რომ საზღვარი გაივლოს ქედის იქით. ეკლესიის საუბარი დავით გარეჯზე დღეს არ დაწყებულა და დაიწყო 15 წლის წინ. თუ არჩევნებს დავუკავშირებთ ამ პროცესს, მაშინ გეტყვით, რომ მას მერი უამრავი არჩევნები იყო. ჩვენთვის ისევ პრიორიტეტია ჩვენი საკუთრებისა და ჩვენი სიწმინდის ჩვენთანვე დარჩენა“ – აცხადებს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.  

მეტი...

„თუ ღალატს აქვს ადგილი, დაცვა არ გამოვა, თუ  აბრალებ ადამიანს, ეს კიდევ უარესი“ – მეუფე იაკობი

სახელმწიფოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ბრალდებულებთან დაკავშირებით პირველი შეფასება მეუფე იაკობმა გააკეთა და აღნიშნა, რომ თუ დანაშაული ჩადენილია, დაცვა არ გამოვა.   „სიმართლე რა არის, წესიერმა მართლმსაჯულებამ და წესიერმა სასამართლომ უნდა გვანახოს. ჩვენს ქვეყანაში სულ არჩევნებია და ვის რა როდის გაახსენდება ეს პოლიტიკოსებს ჰკითხეთ. არ მგონია, ისინი არქიმანდრიტ კირიონის ჩვენების გამო იყვნენ დაკავებულები. ალბათ, ცოტა პროცესი ღია თუ იქნება, ვნახავთ, რა იყო და რა არა. მიხვიდე პროკურატურაში, რაღაც თქვა და ამის გამო საქმე აღძრან, რა ვიცი… თუ ღალატს აქვს ადგილი და ასეთი რამ მოხდა, დაცვა არ გამოვა, თუ არ აქვს და…

მეტი...

“იუსტიციის საბჭო პარლამენტის მსგავსად ვენეციის კომისიის დასკვნას არ დაელოდა” – ნაზი ჯანეზაშვილი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა ფორსირებულ რეჟიმში მიმდინარეობს – ასე შეაფასა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა გამოცხადებული კონკურსი, რომლითაც საბჭოს 9 წევრი უნდა შეირჩეს. ჯანეზაშვილის თქმით, პარლამენტის მსგავსად, იუსტიციის საბჭო ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და დასკვნას არ დაელოდა და შერჩევის პროცესი მაინც დაიწყო. „ეს უკვე არის მეორე შემთხვევა, როცა პარლამენტში წარდგენილი კანდიდატები გაწვეულად იქნენ მიჩნეული. პირველად ეს 2018 წელს მოხდა. საქმე გახლავთ იმაში, რომ საბჭო როგორც პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას და ისე დაიწყო შერჩევის პროცედურები,“ – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მეტი...

“უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ბაგების დასახლებისკენ მიმავალ მგზავრებს მუნიციპალური ავტობუსი უფასოდ მოემსახურება” – თბილისის მერია

უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ბაგების დასახლებისკენ მიმავალ მგზავრებს მუნიციპალური ავტობუსი უფასოდ მოემსახურება – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ბაგების დასახლებისკენ მიმავალ მგზავრებს მუნიციპალური ავტობუსი მოემსახურება . დედაქალაქის მერიის მიერ დანიშნული ავტობუსი 08:00-დან 20:00 საათამდეიმოძრავებს და იმ მგზავრებს, რომლებიც ბაგებიდან მაღლივ კორპუსამდე, ანუკუმიმართულებით გადაადგილდებიან, უფასოდ გადაიყვანს. “ავტობუსი გადაადგილებას წყნეთის გზატკეცილიდან დაიწყებს და ჩოლოყაშვილისა და თამარაშვილის ქუჩების გავლით, უნივერსიტეტის ქუჩასდაუკავშირდება. აღნიშნული მარშრუტი განკუთვნილია მხოლოდ თბილისისსახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბაგების დასახლების დასაკავშირებლად.შესაბამისად, ტრანსპორტი შუალედურ გაჩერებებზე მგზავრების აყვანისა თუჩამოსხმის მიზნით, არ გაჩერდება.ბაგების დასახლებისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივიკორპუსის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი ინფრასტრუქტურულისამუშაოების გამო, 9…

მეტი...

ფოთის მესამე საჯარო სკოლის ექიმს COVID-19 დაუდგინდა

ფოთის მესამე საჯარო სკოლის ექიმს COVID-19 დაუდგინდა. ამ წუთებში სკოლაში ეპიდემიოლოგები მუშაობენ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, სკოლის ექიმს ინფიცირებულ პაციენტთან ჰქონდა კონტაქტი და კოვიდინფექცია გეგმიური კვლევისას დაუდგინდა. სკოლა ორშაბათიდან დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავა. ეპიდემიოლოგები კონტაქტებს სწავლობენ.

მეტი...

“მჯერა, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას და პრობლემას” – კახა კალაძე

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ქალაქი საქართველოში ტოლერანტობის ერთ-ერთი მთავარი ცენტრია, რაც როგორც პირადად ჩემთვის, ისე ნებისმიერი ადამიანისთვის განსაკუთრებით დასაფასებელი და საპატივცემულოა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ონში ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოჩა ენუქიძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მინდა, დღევანდელი გამოსვლა დავიწყო მოლოცვით და სრულიად საქართველოს, ქართველ გულშემატკივარს მივულოცო საქართველოს ეროვნული ნაკრების გუშინდელი ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება. მოხარული ვარ, რომ დღეს, თქვენ წინაშე ამ ულამაზეს და გამორჩეულ მხარეში ვიმყოფები, სადაც მშრომელი, თავის სამშობლოზე, ქალაქზე, მხარეზე შეყვარებული ადამიანები ცხოვრობენ. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს,…

მეტი...

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალი შენობის მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ და ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიის და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოჩა ენუქიძემ ქალაქ ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალი შენობის მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს. „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე პროექტის ფარგლებში, შენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი მუზეუმი და მოეწყობა მიმდებარე ტერიტორია. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის. მუზეუმის მშენებლობა 2021 წლის შემოდგომაზე დასრულდება. პროექტის ღირებულება კი 5,5 მლნ ლარია. ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 1984 წელს გაიხსნა, მაგრამ 1991 წელს მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ მნიშვნელოვნად დააზიანა, მასში დაცული ექსპონატების მდიდარი…

მეტი...

“ერთადერთი, რაც კონკურენტებს დარჩენიათ, არის პროვოკაციები” – გიორგი გახარია

მინდა, „ქართული ოცნების“ თითოეულ მხარდამჭერს მოვუწოდო, რომ არ წამოეგოთ არანაირ პროვოკაციას, „ქართული ოცნება“ დღეს იმდენად ძლიერია, რომ ჩვენს მოწინააღმდეგეებს, კონკურენტებს ერთადერთი რაც დარჩენიათ, არის პროვოკაციები და ჩვენ უნდა გვქონდეს მოთმინების უდიდესი ძალა საერთო გამარჯვებისთვის და ქვეყნის გამარჯვებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ონში, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოჩა ენუქიძის წარდგენისას განაცხადა. „მოგესალმებით, ონელებო. დიდი პატივია თქვენთან ერთად აქ ყოფნა და ჩვენი ქვეყნის და თქვენი მუნიციპალიტეტის ხვალინდელ დღეზე საუბარი, ასეთ მშვიდ, წყნარ, ძალიან შინაურულ გარემოში. ჩვენ ბევრი შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმაზე, რა გაგვიკეთებია…

მეტი...

აჭარაში დაწესებული რეგულაციები მომდევნო კვირიდან მოიხსნება

აჭარაში დაწესებული რეგულაციები მომდევნო კვირიდან მოიხსნება. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. რიჟვაძის განცხადებით, რეგიონში ეპიდსიტუაცია დასტაბილურდა, რაც არსებული რეგულაციების ეტაპობრივად მოხსნის საშუალებას იძლევა. მისივე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება. “ვითარება ყოველდღიურად სტაბილურდება და ამაზე მეტყველებს დაინფიცირების ახალი გამოვლენილი შემთხვევებიც, სადაც გვაქვს ჩვენ თანმიმდევრული კლება და ამის პარალელურად, მნიშვნელოვანია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც ყოველდღიურად. დღეს უკვე გვყავს 250 გამოჯანმრთელებული. ჯამში, აჭარაში გვყავს 3000-ზე მეტი გამოჯანმრთელებული. ამის პარალელურად, გრძელდება მიზნობრივი ტესტირება. ბოლო ორი დღის განმავლობაში აჭარაში გაკეთა 2000-ზე ტესტი. ჩვენს მიერ განხორციელებულმა ღონისძებებმა, რაც ითვალისწინებდა მობილობის შეზღუდვას ბათუმში შესაბამისი…

მეტი...

“ყველას ვთხოვდი, გაითვალისწინონ საქართველოს ინტერესები, როდესაც ვსაუბრობთ თუნდაც ერთ გოჯ მიწაზე” – კახა კუჭავა

“გამოძიება უნდა დასრულდეს და ყველა ადამიანმა, ვისაც კი შეხება ჰქონდა ანტისახელწიფოებრივ უკანონობაზე, უნდა აგოს პასუხი,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ დავით გარეჯის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა. როგორც კახა კუჭავამ განაცხადა, დაკავებული უნდა იყოს ის, ვისაც ბრალი დაუმტკიცდება და ამას გამოძიება აჩვენებს. „ფაქტი ერთია, ჩვენ ვსაუბრობთ ქართული ისტორიულ მიწა-წყალზე. უმნიშვნელოვანესი ისტორიული ფაქტია, რომ დადგინდეს ჩვენი საზღვრები და ის, რაც ქართული ტერიტორიაა, საქართველოს დარჩეს. ამ დროს, როდესაც გესმის, რომ იყო გარკვეული ფაქტები, რომელიც არ იყო გამოყენებული, რომელიც საქართველოს უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებდა, მარტივი კითხვაა, გამოძიება უნდა დაწყებულიყო თუ არა? კონკრეტული გვარები ნამდვილად არ…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან სამი კახეთში გამოვლინდა, ინფიცირებულები სკოლის მოსწავლეები არიან

კახეთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში სამ მოსწავლეს- დაინფიცირებული მეცხრეკლასელის ძმას და ორ თანაკლასელს გამოუვლინდა. სოფელში ეპიდემიოლოგთა ჯგუფი დილიდან მუშაობს და კონტაქტებს იკვლევენ. საჯარო სკოლაში, სადაც ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა, სასწავლო პროცესი ოფიციალურად არ შეწყვეტილა, თუმცა მშობლებმა შვილების სკოლაში გაშვებაზე უარი თქვეს. შეწყდება თუ არა სწავლა ველისციხის სკოლაში, ეპიდემიოლოგების მიერ ვითარების შესწავლის შემდეგ, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.

მეტი...