“იუსტიციის საბჭო პარლამენტის მსგავსად ვენეციის კომისიის დასკვნას არ დაელოდა” – ნაზი ჯანეზაშვილი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა ფორსირებულ რეჟიმში მიმდინარეობს – ასე შეაფასა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა გამოცხადებული კონკურსი, რომლითაც საბჭოს 9 წევრი უნდა შეირჩეს.

ჯანეზაშვილის თქმით, პარლამენტის მსგავსად, იუსტიციის საბჭო ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და დასკვნას არ დაელოდა და შერჩევის პროცესი მაინც დაიწყო.

„ეს უკვე არის მეორე შემთხვევა, როცა პარლამენტში წარდგენილი კანდიდატები გაწვეულად იქნენ მიჩნეული. პირველად ეს 2018 წელს მოხდა. საქმე გახლავთ იმაში, რომ საბჭო როგორც პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას და ისე დაიწყო შერჩევის პროცედურები,“ – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მსგავსი თემები