„თუ ღალატს აქვს ადგილი, დაცვა არ გამოვა, თუ  აბრალებ ადამიანს, ეს კიდევ უარესი“ – მეუფე იაკობი

სახელმწიფოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ბრალდებულებთან დაკავშირებით პირველი შეფასება მეუფე იაკობმა გააკეთა და აღნიშნა, რომ თუ დანაშაული ჩადენილია, დაცვა არ გამოვა.  

„სიმართლე რა არის, წესიერმა მართლმსაჯულებამ და წესიერმა სასამართლომ უნდა გვანახოს. ჩვენს ქვეყანაში სულ არჩევნებია და ვის რა როდის გაახსენდება ეს პოლიტიკოსებს ჰკითხეთ. არ მგონია, ისინი არქიმანდრიტ კირიონის ჩვენების გამო იყვნენ დაკავებულები. ალბათ, ცოტა პროცესი ღია თუ იქნება, ვნახავთ, რა იყო და რა არა. მიხვიდე პროკურატურაში, რაღაც თქვა და ამის გამო საქმე აღძრან, რა ვიცი… თუ ღალატს აქვს ადგილი და ასეთი რამ მოხდა, დაცვა არ გამოვა, თუ არ აქვს და აბრალებ ადამიანს, ეს კიდევ უარესი“ – ამბობს მეუფე იაკობი.

შეგახსენებთ, რომ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორ წევს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.    

მსგავსი თემები