აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ქვეყანა ყველა ოკუპირებულ ისტორიულ მიწას დაიბრუნებს.
აზერბაიჯანის დროშა აუცილებლად იფრიალებს ყარაბაღში, ყარაბაღი აზერბაიჯანია, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მოსახლეობისადმი მიმართვის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ბევრი ამბობდა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარება ვერ მოხერხდება, რასაც თავად არასდროს ეთანხებოდა.
„ჩვენი ომი არ გვაქვს ჩვეულებრივ მოქალაქეებთან, მშვიდობიან მოსახლეობასთან, როგორც სომხეთს. დღეს აზერბაიჯანის მოსახლეობა მე მენდობა და ამ ნდობის ფარგლებში ვმოქმედებ.
ბევრი ამბობდა, რომ ამ კონფლიქტის ომის გზით მოგვარება ვერ მოხერხდება. ამ დილემას არ ვეთანხმებოდი არასოდეს. 30 წელია, ერთი მეტრი ჩვენი მიწა მაინც დააბრუნეს? ჩვენ რომ არ დაგვეწყო შეტევა, რამე ძვრა იქნებოდა ამ საკითხში? ახლა ის ირბენდა მოსკოვში, არ დაჯდებოდა თავის ადგილზე გონორით? ვნახოთ, რა იქნება მოსკოვის მოლაპარაკებებზე, ეს მათი ბოლო შანსია. აზერბაიჯანის დროშა აუცილებლად იფრიალებს ყარაბაღში, ყარაბაღი აზერბაიჯანია“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.