კორნავირუსის სიმპტომები – ყნოსვის და გემოს არქონა, ზურგის ტკივილი – ლიკა მუმლაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„ზოგჯერ შეიძლება სულ არ იყოს რესპირატორული სიმპტომები, მაგრამ იყოს ზურგის ტკივილი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, „მცხეთის ცხელების ცენტრის“ კლინიკურმა დირექტორმა, ლიკა მუმლაძემ განაცხადა. მუმლაძის ინფორმაციით ბოლო პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით შეინიშნება კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ახალი სიმპტომი – ზურგის ტკივილი, მედიკოსი გემოს და სუნის შეგრძნების მკვეთრ დაკარგავზეც საუბრობს: „ჩვენი მიდგომები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, მოიმატა ჩვენმა გამოცდილებამ, იყო პერიოდი, როცა ყველა ვიყავით გამოუცდელი ამ დაავადებასთან ბრძოლაში, მოიმატა გამოცდილებამ, უნარ – ჩვევებმა. ძირითადი სიმპტომები რჩება იგივე, – რესპირატორული სიმპტომები. განსაკუთრებით დაემატა ამ ბოლო დროს ზურგის ტკივილი, შეიძლება სულ არ ჰქონდეთ ცხელება, მაგრამ ზურგის ტკივილი ახასიათებს,…

მეტი...

„მზარდი ციფრები გვეუბნება იმას, რომ მოსალოდნელია შემთხვევათა ზრდა“ – „მცხეთის ცხელების ცენტრის“ კლინიკური დირექტორი „მედიაცენტრ მთავარში” (ვიდეო)

„სტაბილურად ნარჩუნდება მარალი ციფრები, გარდაცვლილების კუთხით ეს არ არის მნიშვნელოვანი ზრდა,  ცუდი მოსასმენია, მაგრამ ძირითადად გართულებები ხდება თანმხლები დაავადების მქონდე პირებში,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, „მცხეთის ცხელების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ლიკა მუმლაძემ განაცხადა. მუმლაძის ინფორმაციით პაციენტების შესვლას კლინიკაში ჯანდაცვის რგოლი არეგულირებს, ამ ეტაპზე მისივე ცნობით „მცხეთის ცხელების ცენტრში“ საწოლების რაოდენობა საკმარისია. ლიკა მუმლაძე მზარდ სტატისტიკაზეც საუბრობს: „გვაქვს 75 ადგილი, 17 სარეანიმაციო საწოლი. კოვიდ ცენტრში რეალურად ვერ იქნება შესაძლებლობაზე მეტი დატვირთვა, პაციენტები გადმოყვანის დროსვე არიან შეთანხმებულები, ასე რომ უმართავი ნაკადის გაჩენა არ ხდება. სტაბილურად ნარჩუნდება მაღალი ციფრები, გარდაცვლილების კუთხით ეს არ…

მეტი...

“ყველაზე მეტი საფრთხე თბილისშია” – მარინა ენდელაძე

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მეტი საფრთხე დედაქალაქშია. ამავდროულად, ინფიცირების ახალი შემთხვევები იკლებს აჭარაში. “ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ თბილისს. მოსახლეობის რაოდენობის და სიმჭიდროვის გათვალისწინებით, ყველაზე უფრო მეტად საშიში, ამჟამად, გახლავთ თბილისი და რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ დავიცვათ რეგულაციები სრულყოფილად, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ყველაზე მეტი საფრთხე არის თბილისში”- განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მეტი...

„რეანიმაციულ განყოფილებაში რჩევა 14 პაციენტი – სამი კრიტიკულია“ –  „მცხეთის ცხელების ცენტრის“ კლინიკური დირექტორი „მედიაცენტრ მთავარში”

„გასულ კვირას ჩვენს ცენტრში გარდაიცვალა ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა სიმსივნური დაავადება,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში,“ „მცხეთის ცხელების ცენტრის“ კლინიკურმა დირექტორმა, ლიკა მუმლაძემ განაცხადა. ცენტრი ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტის გაწერა გეგმავს, რომელიც ლიკა მუმლაძის ინფორმაციით კლინიკაში ფილტვის მაქსიმალური დაზიანებით მოთავსდა. მედიკოსი აცხადებს, რომ მოხერხდა რამდენიმე პაციენტის მართვითი სუნთქვიდან მოხსნა: „რეანიმაციაში მკურნალობას გადის 14 პაციენტი, სამი არის კრიტიკული, თუმცა მოხერხდა რამდენიმე პაციენტის მართვითი სუნთქვიდან მოხსნა, გვყავს რამდენიმე პაციენტი აფხაზეთიდან, ერთი იყო ძალიან მძიმე , ამ ეტაპზე კონპენსირებულია მისი სუნთქვა, საგულისხმოა, რომ 24 ქულით ფასდება მაქსიმალური ფილტვის დაზიანების ხარისხი და შემოსვლის დროს ამ ქალბატონის…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსისგან  კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა. ოფიციალური მონაცემების თანახმად COVID-19-ს უკვე 72 ადამიანი ემსხვერპლა. ოფიციალური მონაცემების თანახმად კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა ამჟამად  10752-ია.

მეტი...

COVID-19-ის 527 ახალი დადასტურებული შემთხვევა – გამოჯანმრთელდა 313 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 527 ადამიანს დაუდასტურდა. ოფიციალური მონაცემების თანახმად კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა ამჟამად  10752-ია. 313 ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ამ ეტაპზე 5866 შეადგენს. კარანტინის რეჟიმში  იმყოფება 5574 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836.კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1338-ია. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები 41-ია.

მეტი...

სოფელ ერისიმედში ტესტირებისა და თერმოსკრინინგისთვის სამედიცინო კარვები მოეწყო

ჯანდაცვის უწყებების, ეპიდემიოლოგებისა და ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დღეს დილიდან სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ერისიმედში სამედიცინო კარვები მოეწყო. სოფელში შემსვლელ და გამსვლელ მოქალაქეებს პრევენციული ღონისძიების მიზნით ტესტირება და თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სოფელში 58 წლის ქალს და მის მეუღლეს ვირუსი დაუდასტურდათ. ინფიცირების სავარაუდო წყარო მათ აჭარაში მოგზაურობას უკავშირდება. კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. ცნობილია, რომ დაინფიცირებულს კონტაქტი ადგილობრივების უმრავლესობასთან ჰქონდა, როს გამოც ყველა მათგანს ნიმუშები აუღეს და გამოსაკვლევად ლაბორატორიაში გადაგზავნეს. 

მეტი...

გერმანიის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სამოგზაურო შეზღუდვები დღეიდან ამოქმედდა

საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში ტურისტული მიზნით წასვლას ვეღარ შეძლებენ. გერმანიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, COVID-19-ის შემთხვევების მატების გამო დაწესებული სამოგზაურო შეზღუდვები დღეიდან ამოქმედდა. საქართველოდან გერმანიაში ჩასვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებისთვის, მათ შორის ჯანდაცვის პერსონალის, მომვლელების, სეზონურად დასაქმებულების, სტუდენტების და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პირებისთვის. ვრცელ სიას და შეზღუდვების შესახებ დეტალებს საელჩო საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს. გერმანიის მთავრობამ საქართველო რისკ-ჯგუფის ქვეყნებში 7 ოქტომბერს შეიყვანა.

მეტი...

„დაინტერესებული ხართ…. საზიზღარი ბრალდებით გამიშვათ, არსად წამსვლელი არ ვარ“ – დაკავებული ექსპერტი

სახელმწიფო ინტერესების საზიანო ბრალდებით დაკავებული საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრი თანხის სანაცვლოდ თავსუფლებაში ყოფნის კატეგორიული წინააღმდეგია და ბოლომდე ბრძოლას და სიმართლის დამტკიცებას აპირებს.  როგორც ივერი მელაშვილი აცხადებს, ბრალდების ინტერესია ხმაურიანი საქმის გახსნა, თუმცა, სად არის სიმართლე სხვა თემაა. “ვერ ვხვდები, პროკურატურა რა შუაშია.  თუ საჭიროება არსებობს, რომ რაღაცის განხილვა მოხდეს, კი ბატონო, მაგიდასთან სპეციალისტების თანდასწრებით მოხდეს. არ შეიძლება, თეთრზე იძახო ყავისფერიაო, ან ეს სჯობს იმასო. ვინ გითხრათ, რომ ჯობს? სად იყვნენ ეს ექსპერტები ან ის პირები? ვილაპარაკოთ ამაზე გინდა მაგიდასთან და გინდა ისე, მაგრამ თუ მე ამისთვის ციხეში გამიშვებთ და…

მეტი...

“ვერც გაქცეული და ვერც აქ მყოფი, ამისთანა ბრალდებით, ვერ ვიცოცხლებ” – დაკავებული ექსპერტის ბრძოლა ბოლომდე

„არსად გაქცევას არ ვაპირებ, არსად მიმალვას,  ვერც გაქცეული და ვერც აქ მყოფი, მე ამისთანა ბრალდებით, ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია“ – ეს სიტყვები საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ მიმართულ ქმედებებში დადანაშაულებულ საგარეო უწყების თანამშრომელ ივერი მელაშვილს ეკუთვნის, რომელსაც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.   ბრალდებული საკუთარ უდანაშაულობაში მტკიცედ და მარად არის დარწმუნებული და აცხადებს, რომ მას ციხე ვერ დაანგრევს. “მთელი ცხოვრება საქართველოს ინტერესებით მიცხოვრია. რისი წაკითხვაც მოვასწარი, ეს არის დაკავების შესახებ განჩინება და ბრალის დადგენილება. პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ორივე დოკუმენტში მოყვანილი ფაქტები ერთია, მაგრამ შედგენილია და აწყობილია დილეტანტურ მიდგომაზე. თურმე საქართველომ რაღაც ტერიტორია დაკარგა… ეს ფაქტი…

მეტი...