შეზღუდვები თბილისსაც შეეხება, თუმცა, „წერტილოვანი“

კორონავირუსის შემთხვევების მატებიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭო არ გამორიცხავს, შეზღუდვები თბილისშიც დაწესდეს. როგორც  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, ეს არ იქნება ფართომასშტაბიანი შეზღუდვები.

„ადრე ჩვენც ნაკლები ვიცოდით ვირუსის ქცევის შესახებ. ძირითადად, ყველა ქვეყანა იყენებდა ძლიერ შემზღუდავ ღონისძიებებს. დღეს, ჩვენ გავითავისეთ, რომ კორონავირუსულ ინფექციას ერთ და ორი დღეში ვერ გავაქრობთ, ვერც ორ თვეში და ვერც შეიძლება ერთ წელიწადში. ამიტომ, უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად.  ფართომასშტაბიანი შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის თბილისში, არ იგეგმება. მაგრამ, იქ, სადაც საჭიროება ე.წ. წერტილოვანი დარტყმების და წერტილოვანი შეზღუდვები შესაძლებელია… ისევე როგორც ე.წ. ოქროს ბირჟაზე ჩატარდა შემზღუდველი ღონისძიება, ასეთი ტიპის შეზღუდვები შესაძლებელია, მაგრამ არ იგეგმება დიდი, ფართომასშტაბიანი შეზღუდვები, მათ შორის დედაქალაქში“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

გადაწყვეტილება ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭომ ორშაბათს უნდა მიიღოს.

მსგავსი თემები