„კომპლექსი უნდა დარჩეს საზღვრის აქეთ“ – ანდრია ჯაღმაიძე

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ საქართველოსთვის მთავარი პრიორიტეტი საკუთარი სიწმინდეების დაცვაა. შესაბამისად, მისივე თქმით, გარეჯი საქართველოს მხარეს უნდა დარჩეს.

„დავით გარეჯის მთლიანი კომპლექსი უნდა დარჩეს საზღვრის აქეთ. როგორ წარიმართება ეს პროცესი, ეს უკვე სხვადასხვა ისტანციის საქმეა. ისტორიული სამართლიანობა ნიშნავს, რომ საზღვარი გაივლოს ქედის იქით. ეკლესიის საუბარი დავით გარეჯზე დღეს არ დაწყებულა და დაიწყო 15 წლის წინ. თუ არჩევნებს დავუკავშირებთ ამ პროცესს, მაშინ გეტყვით, რომ მას მერი უამრავი არჩევნები იყო. ჩვენთვის ისევ პრიორიტეტია ჩვენი საკუთრებისა და ჩვენი სიწმინდის ჩვენთანვე დარჩენა“ – აცხადებს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.  

მსგავსი თემები