თბილისის 32-ე სკოლაში 900 მოსწავლე და 30 მასწავლებელი თვითიზოლაციაში გადავიდა

თბილისის 32-ე სკოლაში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. მიზეზი მეოთხე კლასელი მოსწავლისა და სკოლის დირექტორის მოადგილის კორონავირუსით დაინფიცირება გახდა. 

როგორც სკოლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სკოლის 900 მოსწავლე და 30 მასწავლებელი თვითიზოლაციაში გადავიდა.

შეტყობინება ადმინისტრაციისგან მშობლებს გუშინ დაეგზავნათ, სადაც აღნიშნული იყო, რომ სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

მსგავსი თემები