„გარეჯის საკითხთან მიმართებით, ჩვენი ინტერესების დაცვა არ მიდიოდა ისე, როგორც უნდა დაეცვათ“ – მეუფე იაკობი

  •  

„აზერბაიჯანის მხარეს თავისი პოზიცია გამოთქმული აქვს. ჩვენც ვიცით იმათი პოზიცია და ადრე თუ გვიან, ეს ყველა მხარისთვის დადებითად გადაწყდება. თუ ხედავთ, ჩვენს შორის საერთოდ არ დაძაბულა ურთიერთობა. ჩვენ არ ვერევით კონფლიქტში. დადებითს ველი“ – აცხადებს მეუფე იაკობი.

მისივე შეფასებით,  დაკავებულები პროფესიონალები და  ძლიერი სპეციალისტები არიან.  

„ქალბატონი კარტოგრაფიაში ძალიან ძლიერია და ბატონი ივერი სამინისტროში იყო და თავის საქმის პროფესიონალი იყო. რუკებს, რომლებსაც იქ იყენებდნენ, კაზუსი იყო. ჩვენ ვიცით, რომ ის ჩვენი იყო, მაგრამ ზუსტად ის რუკები, რომლებიც გამოიყენებოდა ამ საკითხში, ბუნდოვანი იყო, ამიტომ სიტუაციას რომ შეხედო, როგორია – მივიდა აზერბაიჯანი და იქ დადგა. როდესაც არ ეუბნები, რომ სადავოა, ის იქამდე მივიდა“, – აცხადებს  მეუფე.

მისივე შეფასებით, დაკავებები გამართლებული არ არის და ბევრი დაკავებული გარეთ უნდა იყოს.

„მე დაკავებებით არ ვარ დაინტერესებული. ჩემი ნება რომ იყოს, ციხეები საერთოდ არ იქნებოდა. ამნისტიას იმიტომ ვითხოვ, რომ ძალიან ბევრი ისეთი ადამიანია დაჭერილი, რომლის გამოშვება შეიძლება. ოჯახებსაც გავახარებთ. გარეჯის საკითხთან დაკავშირებით,  ჩვენი ინტერესების დაცვა არ მიდიოდა ისე, როგორც უნდა დაეცვათ“ – აცხადებს მეუფე.

მსგავსი თემები