“აჭარაში ახალ შემთხვევათა რიცხვი ოდნავ შემცირდა, მაგრამ, ეს მოდუნების საფუძველს არ გვაძლევს” – ამირან გამყრელიძე

“აჭარაში სიტუაციის სტაბილიზაციის გარკვეული ნიშნები გამოიკვეთა, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ბოლო ორი დღის სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ აჭარაში ახალ შემთხვევათა რიცხვი ოდნავ შემცირდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მოდუნების საფუძველს არ გვაძლევს. აჭარაში სიტუაციის სტაბილიზაციის რაღაც ნიშნები გამოიკვეთა, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს. ჩვენი რეკომენდაციით, აჭარაში დაწესებული შეზღუდვები ჯერჯერობით უნდა მოქმედებდეს, სანამ ახალი შემთხვევების გარკვეულ ნიშნულამდე არ ჩამოვალთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები