“არის ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც ინფიცირებულთან ახლოს ყოფნის მიუხედავად არ ავადდება, მაგრამ ამის იმედად ნუ იქნებით“ – პაატა იმნაძე

“არის ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც ინფიცირებულთან ახლოს ყოფნის მიუხედავად არ ავადდება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

„საქართველოში დაფიქსირებულ პირველივე შემთხვევას უკავშირდება ძალიან საინტერესო ფაქტი. მაშინ ვირუსთან დაკავშირებით ძალიან ცოტა ინფორმაცია მოიპოვებოდა და ინფიცირებულთან ერთად ბოქსში იმყოფებოდა მისი კონტაქტი, მეგობარი, რომელმაც მთელი ეს პერიოდი – რამდენიმე კვირა ისე გაატარა, რომ კორონავირუსით არ დაინფიცირდა. ასევე გვქონდა შემთხვევა, როდესაც ცოლ-ქმარი ჩამოვიდა იტალიიდან, ცოლი დაინფიცირდა, ქმარი მასთან ერთად იყო მთელი ეს პერიოდი პალატაში, მაგრამ არ დაინფიცირდა. არის ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც ინფიცირებულთან ახლოს ყოფნის მიუხედავად არ ავადდება. ამის ახსნის რამდენიმე თეორია არსებობს, რომლებზეც ახლა არ ვისაუბრებ, მაგრამ ყველას ძალიან ვთხოვ, ამის იმედად ნუ იქნებით“, – განაცხადა იმნაძემ.

მსგავსი თემები