ენზელ მკოიანის ოჯახმა „პან-სომხეთს“ 10 000 ლარი ჩაურიცხა

საქართველოს პარლამენტის წევრის, ნინოწმინდა-ახალქალაქის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ოჯახმა სომხური დიასპორის დასახმარებლად 10 000 ლარი გადარიცხა.

როგორც მოქმედი დეპუტატი და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დამოუკიდებელია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს, სომხეთისთვის სამედიცინო ინვენტარი და სხვა ნებისმიერი დახმარება ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია.

„სომხეთის საზღვარზე დაძაბული ვითარება, საომარი მოქმედებები და სომეხი ჯარისკაცის მდგომარეობა სომეხი ხალხის მთავარი სატკივარია. ბუნებრივია, ეს პრობლემა ჩემი ინტერესის სფეროა და მხარს ვუჭერ, საზღვარზე არსებული სიტუაციის დარეგულირებასა და მშვიდობიანად დასრულებას.  ბოლო მონაცემებით, ჩვენს საზღვარზე ჯარისკაცებს ყველაზე მეტად სამედიცინო ინვენტარი სჭირდებათ. ჩემმა ოჯახმა პირველადი სამედიცინო დახმარება უკვე გაგზავნა ჯარისკაცების დასახმარებლად. ასევე, ჩემმა უფროსმა შვილმა  სპეციალურ ანგარიშზე  10 000 ლარი ჩარიცხა“ – აცხადებს ენზელ მკოიანი.  

მსგავსი თემები