ნათია თურნავამ საფოსტო-საკურიერო სფეროს წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა

საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, თანამედროვე ტექნოლოგიურმა პროგრესმა მკვეთრად შეცვალა ფოსტის სფერო. დღეს მაღალგანვითარებული საფოსტო მომსახურებები სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაში და საქმიანობაში და დადებით გავლენას ახდენს ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე, – აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას მილოცვაში, რომლითაც მან საფოსტო – საკურიერო სფეროს წარმომადგენლებს პროფესიული დღესასწაული – ფოსტის საერთაშორისო დღე მიულოცა.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებისთვის აღნიშნული სფეროს მდგრადი, ინოვაციური განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს.

„ფოსტის თავდაუზოგავი როლი განსაკუთრებით გამოიკვეთა პანდემიის მიერ გამოწვეული შეზღუდვებისას, როდესაც მოსახლეობის ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილებას სწორედ საფოსტო-საკურიერო კომპანიები უზრუნველყოფდნენ. მადლობას გიხდით ქვეყნისათვის ამ რთულ პერიოდში თავდაუზოგავი და კოორდინირებული თანამშრომლობისთვის,თქვენთან ერთად მნიშვნელოვანი რეფორმა ხორციელდება“, – აცხადებს ნათია თურნავა

მსგავსი თემები