აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ, ტრიბუნაზე ასვლას ითხოვენ 

აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან იმყოფებიან და ცდილობენ იმ სცენაზე ავიდნენ, რომელიც „მმართველი გუნდის“ ორგანიზებით ხვალინდელი აქციისთვის დამონტაჟდა. პარლამენტთან მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, რომლებიც აქციის მონაწილეების შემოღობილი ტერიტორიის შიგნით შესვლას და ტრიბუნაზე ასვლის შესაძლებლობას არ აძლევენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ სურთ, სწორედ ამ სცენიდან გააკეთონ მოწოდება.

აქციის ორგანიზატორებმა პარლამენტის შენობაზე ლაზერით წარწერაც გააკეთეს – „კი ევროპას”.

აქციის მონაწილეები მსვლელობისას სკანდირებდნენ: “საქართველოს გაუმარჯოს!” “არა რუსულ კანონს!”

შეგახსენებთ, რომ ხვალ. მმართველი გუნდის ორგანიზებით პარლამენტთან აქციაა ორგანიზებული, სადაც სიტყვით ბიძინა ივანიშვილიც გამოვა.

მსგავსი თემები