ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს და წყლის ჭავლიც მანქანაც გამოიყვანეს

საქართველოს პარლამენტთან სპეციალური დანიშნულების რაზმი განლაგდა და წყლის ჭავლის მანქანაც გამოიყვანეს. სპეცრაზმი ცდილობს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლოს.

აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებაც მოხდა. აქციის ლიდერები ითხოვდნენ რკინის ჯებირები მოეხსმათ და რამდენიმე ახალგაზრდა სცენაზე აეშვათ.

ვითარება იმდენად დაიძაბა, ე.წ. წიწაკის სპრეიც გაუშვეს. პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამაფრთხილებელი განცხადებაც გაავრცელა.

აქციის მონაწილეები ე.წ. რუსულ კანონს აპროტესტებენ.

მსგავსი თემები