იტალიაში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს

საქართველოს ოთხი მოქალაქე რომში ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულების ბინებიდან პოლიციამ ამოიღო მოპარული ნივთები, მათ შორის ვერცხლისა და ოქროს სამკაულები, ნახატები, კამერები, გასაღებები და ქურდობის რამდენიმე იარაღი.

ასევე ნაპოვნია გასული წლის სექტემბერში, ოსტიაში, სახლიდან მოპარული 9×21 კალიბრის პისტოლეტი.

,,დაკავებულია საქართველოს 42 წლის მოქალაქე, რომელიც ეჭვმიტანილი იყო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში. მას, 3 სხვა თანამემამულესთან ერთად, ასევე მოპარული ნივთების მიღებასა და შეცვლილი გასაღებების, საკეტის საჭრელების დაუსაბუთებლად ფლობას ედავებიან,” – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

მსგავსი თემები