,,აშშ-ის ეს მხარდაჭერა ნამდვილად გააძლიერებს შეიარაღებულ ძალებს” – ზელენსკი

,,ეს მხარდაჭერა ნამდვილად გააძლიერებს შეიარაღებულ ძალებს,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მან აშშ-ის სენატს უკრაინისთვის დახმარების პაკეტის დამტკიცებისთვის მადლობა გადაუხადა.

,,ვფიქრობ, ეს მხარდაჭერა ნამდვილად გააძლიერებს შეიარაღებულ ძალებს, ვლოცულობ, და ჩვენ გვექნება გამარჯვების შანსი, თუ უკრაინა ნამდვილად მიიღებს შეიარაღების სისტემას, რომელიც ჩვენ ძალიან გვჭირდება, რაც ასე ძალიან სჭირდება ათასობით ჯარისკაცს,” – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები