ისრაელი აუცილებლად გადაიხდის საფასურს ღაზაში ტირანიისთვის – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელი ღაზაში ჩაგვრისთვის საფასურს გადაიხდის.

„ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისთვის ყველა საშუალება უნდა იყოს მობილიზებული, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის იმპლემენტაცია. რაც არ უნდა იყოს, ჩვენ დავუპირისპირდებით ისრაელის ბარბაროსულ თავდასხმებს ღაზაზე და ისრაელი აუცილებლად გადაიხდის საფასურს ტირანიისთვის“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები