მიმართეთ პარლამენტს! – ღარიბაშვილი რუსულ კანონზე

,,ქართული ოცნება” პარტნიორების პირდაპირი გაფრთხილების მიუხედავად, რუსული კანონის მიღებას მაინც აპირებს. რუსული კანონის ინიციატორი მამუკა მდინარაძე გერმანიის კანცლერის მწვავე განცხადებების საპასუხოდ ისევ ამტკიცებს,რომ ეს კანონი ქვეყანას სჭირდება.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი კი ამბობს, რომ რუსულ კანონპროეტთან დაკავშირებით კითხვები არა მას არამედ პარლამენტს უდნა დაუსვან.

,,თუ რაიმე კითხვა არსებობს, ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, თუ ვინმეს რაიმე არ მოსწონთ, არსებობს პარლამენტი მეგობრებო. იქ, იცით, რომ გაიმართება მოსმენასთან დაკავშირებული განხილვები და კეთილი ინებონ ამ ადამიანებმა და ყვირილისა და ემოციების გარეშე წარმოადგინონ საკუთარი ხედვა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან, ამერიკელ და ევროპელ კოლეგებთან, ვისაც რაიმე კითხვა აქვს.

როგორ უნდა შევაფასო ოლაფ შოლცის განცხადება, ყველა ადამიანს აქვს საკუთარია აზრი, მათ შორისაა კანცლერის აზრი და მე ყველა ადამიანის აზრს პატივს ვცემ”, – ამბობს ღარიბაშვილი.

მსგავსი თემები