სალომე ზურაბიშვილმა ლაზარეს შეწყალებით, ,,მოლოტოვის კოქტეილი” ესროლა პოლიციას – ღარიბაშვილი

,,სალომე ზურაბიშვილმა მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციას ამ შეწყალებით” – ამის შესახებ ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი  ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებთან  განაცხადა და თქვა, რომ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა:

,,ძალიან ვცდილობ, რომ მოზომილი ვიყო ჩემს შეფასებაში. როგორ შეიძლება ამ გადაწყვეტილებას არ ვუწოდოთ ანტისახელმწიფოებრივი. ადამიანმა შეიწყალა ადამიანი, რომელმაც მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციას და ცოცხლად დაწვა სურდა ჩვენი გმირი პოლიციელის. მან თავად აღიარა მე ვისროლე ,,მოლოტოვის კოქტეილიო” და ამის შემდეგ ე.წ. პრეზიდენტმა შეიწყალა ექსტრემისტი პირი. ეს არის უკვე ანტისახელმწიფოებრივი ქმდება.

ამ ქალმა დაივიწყა კონსტიტუცია, პატივს არ სცემს ხალხს, ბოლომდე უღალატა ჩვენს ხალხს, პარტიას. მან უღალატა პოლიციას. ეს ქალი როგორ უნდა იყოს “პრეზიდენტი” და როგორ უნდა გააგრძელოს მისი ე.წ. საქმიანობა. ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი და დანაშაული ჩადენილი პოლიციის წინააღმდეგ. იგი არის თანამონაწილე. სალომე ზურაბიშვილმა ამ შეწყალებით, “მოლოტოვის კოქტეილი” ესროლა პოლიციას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები