აპრილის – ზაფხული, ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს- მეტეოროლოგი

მზიან ამინდს ვრცელი განმარტება არ სჭირდება და ამიტომ მოკლედ გეტყვით, – წერს სოციალურ ქსელში მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე და უახლოესი დღეების ამინდს პროგნოზირებს.

„ხვალ საქართველოში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ორშაბათს შუადღიდან კი ყველგან გამოიდარებს.სამშაბათიდან ჩამოყალიბდება მყარი ანტიციკლონური მდგომარეობა, რომლის გავლენითაც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მზიანი დღეები გვექნება ხანგრძლივი პერიოდით. ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +30 გრადუსამდე მოიმატებს. აპრილის – ზაფხული, ასეც შეიძლება შეფასდეს მომდევნო კვირის ბოლო“, – წერს მეტეოროლოგი.

მსგავსი თემები