ლაზარე ციხეს იმ კვირის დასაწყისში დატოვებს – ადვოკატი

ლაზარე გრიგორიადისი გათავისუფლების დოკუმენტი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან იუსტიციის სამინისტროს ჯერჯერობით არ გადაგზავნია. ადვოკატები კი სასამართლოს მხრიდან განაჩენის გადმოცემას ელოდებიან.

,,განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი სასამართლომ უნდა გადაგზავნოს აუცილებლად პენიტენციურ დაწესებულებაში და შემდეგ უკვე პრეზიდენტი მოაწერს ხელს შეწყალებას, გაიგზავნება შეწყალების აქტი პენიტენციურში და შემდეგ, მსჯავრდებულმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს დაწესებულება.

5 დღემდე აქვს ვადა სასამართლოს, რომ გადაიგზავნოს პენიტენციურში განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი, შესაბამისად, იმ კვირის დასაწყისში”, – აცხადებს ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი ლიკა ბითაძე.

მსგავსი თემები