სიდნეის სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა – არიან დაღუპულები და დაჭრილები

სიდნეის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. დაჭრილია, სულ მცირე, 9 ადამიანი. მათ შორისაა არასრულწლოვანიც. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 16:00 საათზე მოხდა. ავსტრალიის პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა და პოლიციამ უკვე გაანეიტრალა. თავდამსხმელი სავაჭრო ცენტრში მყოფმა პოლიციელმა მოკლა, რომელიც შემთხვევის დროს თავდასხმის ადგილას მარტო იმყოფებოდა.

მსგავსი თემები