,,შშმ პირი იყო, ტყეში წაიყვანეს და იქ მოკლეს” – ბოლნისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტში 34 წლის კაცი გაურკვეველმა პირებმა რამდენიმე დღის წინ სახლიდან გაიტაცეს. თანასოფლელებმა მისი ცხედარი ნაწამები იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. თუმცა, საქმეზე ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

ადგილობრივების თქმით, ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. დაღუპული იასაუ ჰუსეინოვია, რომელიც შშმ პირი იყო.

,,ეს ბიჭი შშმ პირი იყო, ვერ ლაპარაკობდა, ძალიან წყნარი, უვნებელი. საწყალი ბიჭი წამებით მოკლეს. კბილები დაუმტვრიეს, ყელი გამოჭრეს და ფეხები დაუმტვრიეს. სოფიდან ძალიან შორს, სადღაც ტყეში წაიყვანეს და იქ მოკლეს. პოლიცია დადის და ეძებს დამნაშავეებს,” – ამბობენ ადგილობრივები.

მსგავსი თემები