თურქეთში საბაგირო ჩამოვარდა – არის მსხვერპლი

თურქეთის ქალაქ ანტალიაში საბაგირო ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად, დაიღუპა ერთი და დაშავდა ათი ადამიანი.

წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი ერთ-ერთი საყრდენი ბოძის ჩამოშლა გახდა. სწორედ მას შეეჯახა ფუნიკულიორის ერთ-ერთი კაბინა. შეჯახების შემდეგ ის ნაწილებად დაიშალა და კლდეზე დაეცა. დაიღუპა 54 წლის კაცი. დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან.

საბაგიროს გაჩერების გამო სხვა კაბინებში გაჭედილი ადამიანების ევაკუაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენიც მონაწილეობდა. ადგილზე მაშველები, მედიკოსები და პოლიციელები იყვნენ მობილიზებულები.

მსგავსი თემები