თბილისში მშენებლობის დროს მუშა დაიღუპა

თბილისში მუშა მშენებლობის დროს გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. ინციდენტი დიდ დიღომში მოხდა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი თემები