რუსეთში წყალდიდობის გამო 3 ათასზე მეტი სახლი დაიტბორა

რუსეთის ქალაქ ორენბურგში წყალდიდობის შედეგად დამატებით 800 სახლი დაიტბორა და დატბორილი სახლების რაოდენობამ 3 ათასს მიაღწია. ასევე დაზიანდა 8 ათასზე მეტი საკარმიდამო. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

მდინარე ურალში წყლის დონე 11 მ-ს და 71 სმ-ს გადასცდა, რაც საშიშ ზღვარს 2 მეტრით აღემატება. როგორც გუბერნატორი დენის პასლერი აცხადებს, ეს დონე, სავარაუდოდ, მაქსიმალური ზღვარია და ახლა წყლის დონის კლებაა მოსალოდნელი. ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება.

რაც შეხება ქალა ორსკს, იქ წყლის დონემ ასევე კლება დაიწყო, მაგრამ რეგიონის ზოგიერთ ადგილას ახალი წყალდიდობებია მოსალოდნელი.

შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს ორსკში 14 წლის წინ აგებული დამბა დაინგრა, რამაც ქალაქში წყალდიდობა გამოიწვია. არის მსხვერპლი, მაგრამ დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.

მსგავსი თემები