რუსი ოკუპანტები დონეცკის ოლქს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 8 კი დაიჭრა.
დონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონში დაღუპულთა რიცხვი 1912 ადამიანამდე გაიზარდა (მარიუპოლისა და ვოლნოვახის მონაცემების გამოკლებით).
ოკუპანტებმა დაბომბეს კუპიანსკის ცენტრიც (ხარკოვის ოლქი), რის შედეგადაც ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. დაშავდა, სულ მცირე, 2 ადამიანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.