აფხაზეთის ავტონონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩიეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად, უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევნები გაიმართა.

საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი იყო ერთადერთი კანდიდატურა, კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამაზ ხუბუას კანდიდატურა.

გათვალისწინებული პროცედურების მოთხოვნათა შესაბამისად, უმაღლესი საბჭოს წევრებმა, ხმათა უმრავლესობით შემდეგი 5 წლის ვადით ნუგზარ მგალობლიშვილი და თამაზ ხუბუა აირჩიეს.

მსგავსი თემები