,,არა რუსულ კანონს” – პარლამენტთან აქცია 15 აპრილს, 10:00 საათზე ჩაინიშნა

სამოქალაქო მოძრაობებმა და სტუდენტურმა ორგანიზაციებმა ,,რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქცია პარლამენტთან 15 აპრილს, 10:00 საათზე ჩანიშნეს.

,,15 აპრილს 10 საათზე საქართველოს პარლამენტის უკან გაიმართება აქცია „არა რუსულ კანონს!“. აქციის ორგანიზატორები არიან სამოქალაქო მოძრაობები და სტუდენტური ორგანიზაციები: ტალღა, ჯიუტი კარი, მწვანეები, სტუდენტები ევროპული მომავლისთვის, ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის, თაობათა გაძლიერების ქსელი, ფონდი ფემინა.

ორშაბათს, 15 აპრილს დილის 10 საათზე საქართველოს პარლამენტში დაგეგმილია რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა. ეს არის გადამწყვეტი დღე, თუ კანონპროექტი კომიტეტს გაივლის, გაწვევა შეუძლებელი გახდება.

იურიდიული კომიტეტზე განხილვის და დამტკიცების შემდგომ, მათ უკვე შეეძლებათ რუსული კანონი გაიტანონ პლენარულ სხდომაზე, სადაც პირველი მოსმენით შეეძლებათ მისი მიღება.

აქციის უმთავრესი მიზანია, რუსული კანონი ვერ გასცდეს იურიდიულ კომიტეტს და არ გავიდეს პირველ მოსმენაზე, რადგან კანონის ინიციატორს კანონპროექტის გამოთხოვნა შეუძლია მხოლოდ პირველ მოსმენამდე. თუ რუსული კანონი იურიდიულ კომიტეტს გასცდა, ერთადერთი შანსი კანონის პლენარულ სხდომაზე ჩაგდებაა, რაც მკვეთრად ართულებს მდგომარეობას”, – წერენ აქციის ორგანიზატორები.

მსგავსი თემები