საქართველოში მარტოხელა მშობლის სტატუსი 9 ათასამდე ადამიანს აქვს

საქართველოში, 2024 წლის 18 მარტის მონაცემებით, მარტოხელა მშობლის სტატუსი 8 762 ადამიანს აქვს, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით, თითქმის 3.5-ჯერ მეტია.

სტატისტიკის თანახმად მარტოხელა დედის სტატუსი მინიჭებული აქვს 8 582 ქალს, მათგან 14 მშვილებელია. რაც შეეხება მამრობითი სქესის წარმომადგენლებს, მარტოხელა მამის სტატუსი 165 კაცს აქვს, მათგან მშვილებელი კი მხოლოდ ერთია.

გასულ წელს მარტოხელა მშობლის სტატუსი სულ 2 518 ქალს და 110 კაცს მიენიჭა.

მსგავსი თემები