,,ამ კანონზე უარის სათქმელად გასულ წელს ქუჩაში ათიათასობით მოქალაქე გამოვიდა” – სახდეპი ,,რუსულ კანონზე”

,,ამ კანონზე უარის სათქმელად გასულ წელს ქუჩაში ათიათასობით მოქალაქე გამოვიდა”. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერიმ განაცხადა.

,,საქართველოს პარლამენტში ამ კანონმდებლობის ხელახალი ინიცირების შესახებ ცნობები მივიღეთ. გეტყვით, რომ გასულ წელს, ევროპული ამბიციების გაცხადებისა და ამ კანონის ამოქმედების ბოლო მცდელობაზე უარის თქმის მიზნით ქუჩაში ათიათასობით მოქალაქე გამოვიდა. საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, გახსნას ევროკავშირთან მოლაპარაკებები. ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ. მზად ვართ, ამ პროცესის მხარდაჭერა გავაგრძელოთ”, – აცხადებს მილერი.

მსგავსი თემები