ლაზარე დღესაც ციხეშია, ზუსტად ამ რუსული კანონის გასაწვევად იდგა ის გარეთ – ლაზარეს დედა

ლაზარე დღესაც ციხეშია, ზუსტად ამ რუსული კანონის გასაწვევად იდგა ის გარეთ, – ამბობს მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე.

,,თუ ჩვენ მთავრობას მაინც და მაინც უნდა რუსული კანონებით ცხოვრება, ვუსურვებ, წაბრძანდნენ რუსეთში და იცხოვრონ იქ და ნუ გვატყუებენ იმას, რომ ეს არის გამჭვირვალობის კანონი. მათ არცერთი დანაპირები არ შეასრულეს, არც ის 9 დათქმა არ შეასრულეს. ლაზარე არის დღესაც ციხეში, ზუსტად ამ რუსული კანონის გასაწვევად იდგა ის გარეთ და თუ ასე გაგრძელდება ეს ყველაფერი, მე მგონი ჩვენც თავს ამოვყოფთ ციხეებში”, – განაცხადა თამთა კალანდაძემ.

მსგავსი თემები