სტამბოლიდან ბათუმში გამოფრენილი თვითმფრინავი, ბათუმის ნაცვლად, რიზეში დაჯდა

სტამბოლიდან ბათუმში გამოფრენილი თვითმფრინავი, ბათუმის ნაცვლად, რიზეში დაჯდა. ინფორმაციას და ფოტომასალას ,,რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენელმა გამოცემასთან დაადასტურა, რომ თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ქარის გამო ვერ დაჯდა.

Flightradar-ის მონაცემებით, რეისი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 21:10 საათზე უნდა ჩაფრენილიყო.

მსგავსი თემები