ნობელის პრემიის 27 ლაურეატის ღია წერილი EU-ს ლიდერებს

ნობელის 27 ლაურეატმა EU-ის ლიდერებს ღია წერილი მიწერა და სთხოვეს მიიღონ სასწრაფო ზომები ბელარუსში პოლიტპატიმრების, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატის ალეს ბიალიაცკის, გასათავისუფლებლად. ,,ჩვენ, ნობელის პრემიის ხელმომწერი ლაურეატები, მოვუწოდებთ ბელარუსში პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ბელარუსიაში 50 000-ზე მეტი ადამიანი დაექვემდებარა პოლიტიკურ რეპრესიებს, ასობით ათასი მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა და ათასობით ადამიანი აწამეს. მათ შორის არიან ასობით ჟურნალისტი, პროფესორი, პედაგოგი, ექიმი, მუსიკოსი, მუშა და სტუდენტი, საზოგადო მოღვაწე და უფლებადამცველი, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატი ალეს ბიალიაცკი. მთელი ოჯახი, მრავალშვილიანი დედები, არასრულწლოვნები, მძიმედ დაავადებულები, მოხუცები და ინვალიდები ამჟამად…

მეტი...

ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი თანხის სანაცვლოდ დადებით დასკვნას გასცემდა – დაკავებულია 2 პირი

კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი ამხილეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქმეზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა ორი პირი. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომელთაგან ერთ-ერთი მუშაობდა ქ. თბილისში მდებარე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში ინსპექტორის თანამდებობაზე და ევალებოდა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ჩატარება, მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, მოქალაქეს მოსთხოვეს გარკვეული თანხა, რის სანაცვლოდაც ტექნიკურად გაუმართავ ავტომანქანაზე გაცემულ იქნა ინსპექტირების დადებითად გავლის ანგარიში, რა დროსაც მოხდა მათი მხილება”, – წერია უწყების განცხადებაში. საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე და 362-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით…

მეტი...

„დასავლეთის ქვეყნები თვალთმაქცობენ ღაზას მიმართ“ – ფრედ მემბე

„დღეს ჩვენ ვხედავთ  ისტორიულ ცვლილებას, სადაც სიმძიმის ცენტრი ოდესღაც დასავლეთში იყო, ახლა გლობალური სამხრეთის აღზევება ხდებ”, – ეს განცხადება  სენატორმა მუშაჰიდ ჰუსეინ საიდმა (პაკისტანის სენატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე) CGTN-ის შოუში – Global South Voices-ში გააკეთა. პროგრამა მსოფლიოს ეროვნული განვითარების, უსაფრთხოებისა და ნდობის შესახებ შეხედულებებს  ეხებოდა. ერთ-ერთი საკითხი კი აშშ-ში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ინიცირებული მესამე “სამიტი დემოკრატიისთვის” იყო, რომელიც  სეულში იმართება. „დემოკრატია შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა ფორმით, პარტიული არჩევნები კი მხოლოდ ერთი მეთოდია მრავალთა შორის და არა უნივერსალური სტანდარტი. დემოკრატია არსებითად მრავალფეროვანია და არ არსებობს მისი განხორციელების ერთადერთი გზა. გლობალური სამხრეთის…

მეტი...

თოვლის გამო გზებზე მოძრაობა აიკრძალა

თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

მეტი...

რუსეთის სასამართლომ კოლონიის წინააღმდეგ ნავალნის დედის სარჩელი არ დააკმაყოფილა

რუსეთის სასამართლომ კოლონიის წინააღმდეგ ნავალნის დედის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ივან ჟდანოვმა, ანტიკორუფციული ფონდის ხელმძღვანელმა, რომელიც ნავალნიმ შექმნა, თქვა, რომ სასამართლომ ქალაქ ლაბიტნანგში, არქტიკის ციხის მახლობლად, სადაც ოპოზიციონერი გარდაიცვალა, უარყო სარჩელი და თქვა, რომ მხოლოდ თავად ნავანლი შეიძლებოდა ყოფილიყო მოსარჩელე. ,,ალექსეიმ არაერთხელ შეიტანა სარჩელი კოლონიების წინააღმდეგ სამედიცინო დახმარების არარსებობის გამო. სარჩელები უარყვეს. ახლა, როცა ის მოკლეს, მისი ოჯახის სარჩელი დამცინავი ფორმულირებით უარყოფილია”, – დაწერა ჟდანოვმა Telegram-ზე.

მეტი...

დღეს პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ

დღეს პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ. ილია დარჩიაშვილი საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაიბარეს. დეპუტატებს აინტერესებთ, აწარმოა თუ არა საგარეო უწყებამ უცხოეთში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის თემაზე საინფორმაციო კამპანია ან აპირებს თუ არა ეს გააკეთოს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, საზღვარგარეთ ბევრი მოქალაქე არალეგალურად ცხოვრობს და ძირითადად ეშინიათ არჩევნებში მონაწილეობის, რადგან ფიქრობენ, რომ ეს დეპორტაციას გამოწვევს. ასევე ოპოზიციას აინტერესებს, იგეგმება თუ არა დამატებითი საკონსულოების გახსნა, რათა ემიგრანტების ჩართულობა მაქსიმალურად გაიზარდოს.

მეტი...

ლაზარე გრიგორიადისს გლდანის ციხესთან ღამით დაბადების დღე მიულოცეს

მარტის აქციების დროს დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს გლდანის ციხესთან წუხელ დაბადების დღე მიულოცეს. ლაზარეს მეგობრები, სამოქალაქო აქტივისტები და ოჯახის წევრები პენიტენციურ დაწესებულებასთან შეიკრიბნენ, მათ ადგილზე მხარდამჭერი და მისალოცი ბანერები ჰქონდათ მიტანილი. ,,29-ში შეუსრულდება ერთი წელი, რაც საპყრობილეშია, მას ბრალს ვერ უმტკიცებენ, მაგრამ ასე გაგვიჭიანურეს ეს პროცესი. მინდა ყველამ იცოდეს, რომ პაემანი გვქონდა მხოლოდ ერთხელ, თუმცა თვეში ერთხელ გვაქვს უფლება, რომ ვნახოთ ლაზარე. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ლაზარესთან კომუნიკაცია არ გვქონდეს, მაგრამ ლაზარეს ბევრი მეგობარი, ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და ყველა მას გულშემატკივრობს, ასე რომ ჩვენ ვართ ერთად და ვიბრძოლებთ ლაზარეს გამარჯვებისთვის და გარეთ…

მეტი...

საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგი დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა. ორივე გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. ეროვნული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ფინალურ ეტაპზე, საბერძნეთი – ყაზახეთის გამარჯვებულს შეხვდება – მატჩი თბილისში გაიმართება.

მეტი...