დღეს პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ

დღეს პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ. ილია დარჩიაშვილი საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაიბარეს.

დეპუტატებს აინტერესებთ, აწარმოა თუ არა საგარეო უწყებამ უცხოეთში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის თემაზე საინფორმაციო კამპანია ან აპირებს თუ არა ეს გააკეთოს.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, საზღვარგარეთ ბევრი მოქალაქე არალეგალურად ცხოვრობს და ძირითადად ეშინიათ არჩევნებში მონაწილეობის, რადგან ფიქრობენ, რომ ეს დეპორტაციას გამოწვევს.

ასევე ოპოზიციას აინტერესებს, იგეგმება თუ არა დამატებითი საკონსულოების გახსნა, რათა ემიგრანტების ჩართულობა მაქსიმალურად გაიზარდოს.

მსგავსი თემები