რუსეთის სასამართლომ კოლონიის წინააღმდეგ ნავალნის დედის სარჩელი არ დააკმაყოფილა

რუსეთის სასამართლომ კოლონიის წინააღმდეგ ნავალნის დედის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ივან ჟდანოვმა, ანტიკორუფციული ფონდის ხელმძღვანელმა, რომელიც ნავალნიმ შექმნა, თქვა, რომ სასამართლომ ქალაქ ლაბიტნანგში, არქტიკის ციხის მახლობლად, სადაც ოპოზიციონერი გარდაიცვალა, უარყო სარჩელი და თქვა, რომ მხოლოდ თავად ნავანლი შეიძლებოდა ყოფილიყო მოსარჩელე.

,,ალექსეიმ არაერთხელ შეიტანა სარჩელი კოლონიების წინააღმდეგ სამედიცინო დახმარების არარსებობის გამო. სარჩელები უარყვეს. ახლა, როცა ის მოკლეს, მისი ოჯახის სარჩელი დამცინავი ფორმულირებით უარყოფილია”, – დაწერა ჟდანოვმა Telegram-ზე.

მსგავსი თემები