თუ სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო რეფორმას ხელს არ მოაწერს, ორშაბათს მე მოვაწერ” – ​პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ვეტოს დაძლევის მიუხედავად, საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს ხელს არ მოაწერს, ამას თავად გააკეთებს.

,,რაც შეეხება საარჩევნო რეფორმას, იცით, რომ ვეტო დაძლეულია და როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე არ აპირებს, რომ ხელი მოაწეროს. მიუხედავად იმისა, რომ ვეტო დაძლეულია. არა უშავს, თუ ხელს არ მოაწერს, ორშაბათს მე მოვაწერ ხელს ამ ცვლილებას და ამოქმედდება ეს ცვლილება, რომელიც ზუსტადაც არის გამიზნული იმისთვის, რომ იყოს სამართლიანი არჩევნები და იმისთვის, რომ იყოს ეფექტიანად მომუშავე ცესკო,” – თქვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები