„როგორ მიდის ვაჭრობა რუსეთთან, ხომ კარგად?“ – დავით ქაცარავა ხელისუფლებას

რამდენმე დღის წინ, რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო, “РИА Новости” ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე, ალან ალბოროვზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვთან „მჭიდრო კოორდინაციით“ განიხილება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთში შესვლის საკითხი, რომელიც „ორმხრივი ურთიერთობებისა და შეთანხმებების გათვალისწინებით“ იქნება გადაწყვეტილი, აღნიშნულ ინფორმაციაზე სოციალურ ქსეში ვრცელი პოსტუ გამოაქვეყნა გვერდმა -„ეროვნული უსაფრთხოება.“

„კითხვაზე, ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობასთან დაკავშირებით ალბოროვმა უპასუხა, რომ “მოსკოვი და ცხინვალი „კოორდინირებულ საგარეო პოლიტიკას“ ატარებენ”.

მან ასევე გამოთქვა რუსეთთან შეერთების მზაობა, მაშინ, როდესაც რუსეთთან „ერთად“ მივლენ აღნიშნულ იდეამდე.

რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხი აქტუალობას არ კარგავს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში. 2023 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმაც გამოთქვა იმედი, რომ სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქი „მალე შეუერთდება რუსეთს“.

2022 წლის მაისში რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ამ საკითხზე განაცხადებისას თქვა, რომ მოსკოვი ანექსიისკენ მიმართული რაიმე ნაბიჯების გადადგმას არ გეგმავს.

თუმცა, მოგვიანებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა საუბარში აღნიშნა, რომ თუ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი კონკრეტულ წინადადებებს გაუგზავნის, მათ განიხილავენ.

აქვე უნდა აღინიშნოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის “სახელმწიფო მრჩევლის”, ვიაჩესლავ გობოზოვის 15 მარტის განცხადება. მისი შეფასებით, მოსკოვისა და თბილისის დაახლოებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების “ეროვნულ ინტერესებს”. საქართველო-რუსეთის ურთიერთობების გაღრმავებამ შესაძლებელია რუსეთის მხრიდან საქართველოს რომელიმე ოკუპირებული რეგიონის დათმობა გამოიწვიოს.

კრემლის ანექსიური პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების თემის აქტუალობა. ერთი მხრივ საზოგადოებაში ქმნიან ამ საკითხთან შემგუებლურ მუხტს, რომლის რეალობაში განხორციელებას კრემლი მხოლოდ მაშინ გადაწყვეტს, თუ ეს რომელიმე, მაგალითად, შიდაპოლიტიკური მიზნისთვის დასჭირდება. მეორე მხრივ, კრემლი აღნიშნულ საკითხს საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის იყენებს, – ვკითხულობთ ინფორმაიცაში.

„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი დავით ქაცარავა, რუსეთთან საქართველოს ურთიერთობის გაღრმავების მცდელობას ხელისუფლებას აბრალებს და რიტორიკული კითხვით მიმართავს:

„ისევ იწყება საუბარი ოკუპირებული სამაჩაბლოს რუსეთთან მიერთებაზე.

როგორ მიდის ვაჭრობა რუსეთთან, ხომ კარგად?

რაო, დუღს თქვენი ჯიბეების ეკონომიკა, ბატონო ქოც-კოლაბორაციონისტებო?“ – წერს ქაცარავა.

 

 

 

 

მსგავსი თემები