ახმეტაში ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ცოლის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს.

გამოძიების ვერსიით, 20 მარტს, ახმეტის რაიონში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ცოლს სამი ჭრილობა მიაყენა.

უწყების ცნობით, ბრალდებული ადგილზე მყოფმა პირებმა შეაკავეს, რა დროსაც მან არასრულწლოვან ნათესავსაც მიაყენა დაზიანება.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 19-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით წარედგინა (გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობა).

დანაშაული თექვსმეტიდან ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე სასამართლოს უკვე მიმართა.

მსგავსი თემები