ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს პროგრესისკენ პრიორიტეტული რეფორმების შესრულების მხრივ

ევროპული საბჭოს სამიტის პირველი დღის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. EU ასევე მოუწოდებს საქართველოს პრიორიტეტულ რეფორმებში წინსვლისკენ.

,,ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას მისი მდგრადობის გაძლიერებაში და იმ გამოწვევების გადაჭრაში, რომლის წინაშეც ის დგას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის ძირის გამოთხრისკენ მიმართული რუსეთის ქმედებების შედეგად და ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად.

ევროპული საბჭო აღნიშნავს საქართველოს მუდმივ ძალისხმევას და მოუწოდებს ქვეყანას პროგრესისკენ განსაკუთრებით პრიორიტეტული რეფორმების მხრივ”, – ნათქვამია დოკუმენტში.

მსგავსი თემები