ღამით რუსების თავდასხმების სამიზნე უკრაინის ენერგოსისტემა იყო

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის, გერმან გალუშჩენკოს ცნობით, რუსეთის ჯარებმა წუხელ უკრაინის ენერგოსისტემაზე ბოლო დროს ყველაზე დიდი შეტევა განახორციელეს.

,,მიზანი მხოლოდ ზიანის მიყენება კი არ არის, არამედ შარშანდელის მსგავსად, ქვეყნის ენერგოსისტემაში ფართომასშტაბიანი მარცხის გამოწვევა. სამწუხაროდ, არის დაზიანებები და დაზიანებები წარმოების ობიექტებზე, გადამცემ და გამანაწილებელ სისტემებზე სხვადასხვა ზონაში”, – დაწერა მინისტრმა სოციალურ ქსელში.

მან ასევე დაადასტურა, რომ დაბომბვის გამო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მომწოდებელი ერთ-ერთი ელექტროგადამცემი ხაზი გაითიშა.

მსგავსი თემები