EU-ში გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზე უნდა იყოს დაფუძნებული – ევროკომისია

ევროკავშირის გაფართოება თავად ევროპული გაერთიანების სტრატეგიული ინტერესია, თუმცა ახალი წევრები გაერთიანებას მხოლოდ დამსახურების საფუძველზე შეუერთდებიან – ამის შესახებ საუბარია ევროკომისიის დოკუმენტში, რომელიც გაფართოებამდე რეფორმებისა და პოლიტიკის მიმოხილვას ეხება.

,,ამ სარგებლის რეალიზებისთვის ევროკავშირიც და წევრობის მსურველი ქვეყნებიც კარგად უნდა იყვნენ მომზადებული და გაწევრიანების პროცესი უნდა იყოს დამსახურებაზე დაფუძნებული. ეს მოითხოვს სრულ და მდგრად პოლიტიკურ ვალდებულებას, ჩართულობას, უპირველეს ყოვლისა გაფართოების პროცესში მონაწილე ქვეყნებისგან, თავად ევროკავშირისგანაც. წინა გაფართოებებიდან მიღებული გაკვეთილების გამოყენებით და ჩვენი პოლიტიკის შემდგომი გაუმჯობესებით, ჩვენ უკვე ვემზადებით უფრო დიდი კავშირისთვის. აღსანიშნავია, რომ თანდათანობით ინტეგრაცია გახდა მნიშვნელოვანი ელემენტი გაფართოების ქვეყნების მომზადებაში გაწევრიანებამდე საკმაოდ ადრე,” – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები