,,ევროპულმა საბჭომ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო”. ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ავრცელებს.
,,ევროპულმა საბჭომ ახლახან მიიღო გადაწყვეტილება ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. გილოცავთ!
თქვენი ადგილი ჩვენს ევროპულ ოჯახშია.
დღევანდელი გადაწყვეტილება არის მთავარი წინგადადგმული ნაბიჯი თქვენი EU-ის გზაზე. ახლა მძიმე სამუშაო უნდა გაგრძელდეს, რათა ბოსნია-ჰერცეგოვინამ სტაბილურად წაიწიოს წინ, როგორც თქვენს ხალხს სურს,” – წერს მიშელი.