საქართველო-საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტს 12:00 საათზე დაიწყება

ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ მატჩს 26 მარტს, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. თამაშზე დასასწრებად ბილეთების გაყიდვა TKT.ge-ზე, ხვალ, 23 მარტს, 12:00 საათზე დაიწყება. მატჩი დინამო არენაზე გაიმართება.

,,გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება. ბილეთების შეძენისას, თითოეული ბილეთისთვის უნდა მიუთითოთ შემდეგი ინფორმაცია – ბილეთის მფლობელის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა (არასრულწლოვანის შემთხვევაში – მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია)” – ნათქვამია ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

ბილეთების ფასი 10, 20, 30 და 50 ლარს შეადგენს.

მსგავსი თემები